Latest Entries »

მოწყენილობამ დამრია ხელი ასეთ დროს კი ყველაზე მეტად წერაა სასიამოვნო. ადრე საშინლად ბანალურ და უაზრო პატარ-პატარა მოთხრობებს ვწერდი ხოლმე ჩემს მრავალტანჯულ რვეულებში რომლებსაც ახლა თვალს რომ ვავლებ უხერხულობისგან და სირცხვილისგან ადგილს ვერ ვპოულობ. მადლობა ღმერთს შევეშვი ეგეთებს. გავიზარდე. ამა წლის ივლისში, სანამ ცივი ბელგიური ზაფხული სულ საერთოდ ბოლოს მომიღებდა და ისედაც დაძაბულ ნერვებს გამიწყვეტდა გადავწყვიტე პრაღაში წავსულიყავი. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეს ჩემი სურვილიც არ ყოფილა ჰაერიდან ჩამოთრეული მაგრამ ამ სათუთ თემას ახლა არ შევეხები. და საერთოდაც ზაფხული ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია სულ სადღაც ცხრა დღე გავატარე ამ მართლაც რომ ლამაზ ქალაქში. მოკლედ რაღაც გარემოებების გამო ივლისის 15-ის მაგივრად 13-ში დაჩქარებული ტემპებით ვიყიდე ბილეთი დავჯავშნე ჰოსტელის ნომერი და გავემართე ამ ღირსშესანიშნავი ქალაქისკენ რომელზეც ბავშვობაში დედაჩემისგან უამრავი რამ მსმენოდა. რატომღაც პრაღაზე ყოველთვის დედაჩემი მახსენდებოდა (ამ ვიზიტის შემდეგ პრაღა ჩემთვის უპირველესად განთიადსა და წვიმასთან ასოცირდება) და თვალწინ მიდგებოდა სცენა საჭმლის კეთებისას თუ როგორ საყვრალად მიყვება რა ლამაზია პრაღა და ბუდაპეშტი. ეს ორი ქალაქი განუყოფელი იყო, სადაც პრაღას ახსენებდა იქ ყოველთვის ბუდაპეშტს მოაყოლებდა ხოლმე სადღაც იქვე კი ვარშავაზეც ან კრაკოვზეც იტყოდა ერთ ორ სიტყვას. მე კი იმდენად ცუდი შვილი ვარ რომ სუვენირიც კი არ მიყიდია დედაჩემისთვის….ტიპური უმადური ვაჟი ვარ რა…. ნუ მოკლედ, მეც დავადე თავი და წავედი ჩეხეთში. ფრენამ საკმაოდ კარგად ჩაიარა აეროპორტში ფული გადავახურდავე, ევროებს შეველიე და ჩეხურ კრონებს შევეგებე. გაგებაში არ ვიყავი საით უნდა წავსულიყავი ამიტომ უბრალოდ ინტუიციას მივენდე პირველივე გამოჩენილ ავტობუსში ავვარდი სადაც ხანში შესული ბრიტანელი მამაკაცის გვერდით აღმოვჩნდი. საბედნიეროდ ინტუიციამ არ მიღალატა და ავტობუსმა დეჟვიცკა თუ დეჟვიჩკას (Dejvicka) მეტროს სადგურთან მომიყვანა. ჩემს გვერდით მჯდომმა ბაბუმ საუბარი გამიბა და ჩემი ქართველობის ამბავი რომ გაიგო სტალინს სულ Mass Murderer უძახა და თან რატომღაც მომახარა მე მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარო. ეს ორი მოვლენა რა კავშირში იყო ერთმანეთთან არ ვიცი ალბათ მანჩესტერელებიც და სტალინიც წითლები იყვნენ და არიან. ერთადერთი ესაა მემგონი…მოკლედ რაღაცნაირად საყვარელი ბაბუ იყო რომელსაც ეტყობა მარტოობის ქარი თუ გადმოაგდებდა პრაღაში. თანაც მესამედ ვარო რაღაც სევდიანად მითხრა საუბრის წამოწყებასაც თვითონ ცდილობდა მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ ძალიან დაღლილი ვიყავი და დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი. მოკლედ ბოლოსკენ თავაზიანად დამემშვიდობა და სასიამოვნო კვირის გატარებაც მისურვა განუმეორებელი ბრიტანული აქცენტით. ამის შემდეგ ოფიციალურად დაიწყო ჩემი პირველი დღე პრაღაში. ჯერ მეტროში უბილეთოდ ვიმგზავრე (რაც შემდეგში რამოდენიმეჯერ გავიმეორე…სტუდენტური ცხოვრება ასეთია მეგობრებო). თავიდან მინდოდა ყიდვა მაგრამ ისე უპრაგონოდ მიდი მოდიოდნენ მგზავრები რომ მეც გადავწყვიტე ასე თავხედურად გამენავარდებინა. მერე მოშიებიულმა სავაჭრო ცენტრში ამოვყავი თავი სადაც ნახევრად შიშველ ჩეხ მოდელებს რაღაც ფოტოსესია ჰქონდათ. ჭამა და ბიკინიანი გოგოები ვერაფერს იტყვი ბრწყინვალე დასაწყისი იყო ! გრძელი ქერა და წაბლისფერი თმები…..და კიდევ უფრო გრძელი ფეხები. რაც მთავარია არანაირი სიგამხდრე ! საცუარო კოსტუმებში გამოწყობილი ჯიშიანი, ფერ-ხორციანი ჩეხი გოგოები კარიბის კამკამა ზღვის ხელოვნური პეიზაჟის ფონზე პოზირებდნენ. შეიძლება ითქვას რომ თხუთმეწუთიანი ლანჩი ერთსაათიან ხორცის ზეიმად ვაქციე. და ამის გამო არც მრცხვენია ! არ მჯერა რომ ასეთ სანახაობაზე რომელიმე ჯანსაღი და თანაც მშიერი მამაკაცი უარს იტყოდა. ნამეტნავად ახალგაზრდები, ლამაზები და მხიარულები იყვნენ თანაც დაღლილ დაქანცული დადებით ენერგიას ვიმსახურებდი მემგონი. მოკლედ კუჭსაც მოვუარე და თვალსაც წყალი დავალევინე, შემდეგ კი ჰოსტელის საძებნელად წავედი რომელსაც რუსულ-ინგლისურის გამოყენებით დიდის წვალებით მივაგენი. ადგილზე მისულს საკმაოდ კომფორტული სასტუმრო დამხვდა სადაც რუსი 40-45 წლის ქალი აგვარებდა რეგისტრაციის დეტალებს. პასპორტი რომ გავუწოდე ოდნავ შეცბა ალბათ ქართველობის ამბავში მაგრამ როცა მე თვითონ ნორმალური რუსულით დაველაპარაკე საკმაოდ თბილად მიპასუხა და ჩემი იქ ყოფნის განმავლობაშიც ზედმეტად თბილადაც მექცეოდა „არ მეგონა ასეთ ახალგაზრდა ბიჭს რუსული ასე თუ გეცოდინებოდაო“ მოკლედ შემაქო, ცოტათი გამეპრანჭა (არადა სადღაც 10-15 წლით ჩემზე უფროსი იქნებოდა) და ოთახის გასაღებიც გადმომცა. ნომერი საკმაოდ იაფი იყო მაგრამ საშხაპით და კომფორტული ლოგინით. ოღონდ სიიაფის გამო ორ პერსონაზე იყო გათვლილი და მეც მეზობლად ვიღაც ჩეხი უკბილო კაცი მერგო რომელიც არც რუსულად ბაასობდა და მით უმეტეს არც ინგლისურად უკიდებდა ენას, სულ სადღაც იყო გასული და მხოლოდ ერთხელ შევაწუხე როდესაც ძალიან გვიან ღამით დაბრუნებულმა და ემოციურ-მენტალურად გადაღლილმა კარები შინგიდან ჩავკეტე და გასაღებიც იქვე ჩავტოვე. მეორე დილით წესით ვენაში უნდა წავსულიყავი მაგრამ ღამით გადავიფიქრე და კარგად გამოძინება ვარჩიე. დილისკენ დაბრუნებულმა კარები რომ ვერ გააღო ბრახუნი ატეხა მე კი ისე ღრმად მეძინა რომ კარგა ხნის განმავლობაში ყურიც არ შემიბერტყავს. ბოლოს რომ შემოვუშვი და გულწრფელად შეწუხებულმა მისთვის გაუგებარ ენაზე ბოდიშიც მოვუხადე, ისე უბოროტოდ, ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე გამიღიმა, რომ მეც კი გამიკვირდა. ნამეტნავად გამახარა ამ უკბილო ბებრულმა მაგრამ რაღაცნაირმა კეთილმა ღიმილმა. ნუ მოკლედ დიადი პრაღა და მე ! როგორი იყო ეს ნაქები ქალაქი ? პირდაპირ ვამბობ ძალიან მომეწონა. ოდნავ ცივი და ტურისტებით გადატვირთული მეჩვენა მაგრამ რაღაცნაირი გარემო იყო შექმნილი რომელიც ოდნავ გაურკვეველ მაგრამ სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა. საერთოდ მოგზაურობის დიდი მოყვარული არ ვარ. ვერანაირი შენობა, რაც არ უნდა ძველი და ისტორიული წარსული ჰქონდეს იყოს ვერ მაიძულებს მის სანახავად წავიდე ცხრა მთას იქით. მაგრამ პრაღის შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვი და ღირსშესანიშნაობების თვალიერებას დავეძალე. ზოგადად ქალაქის გარემოში განსაკუთრებით ღამის განათებამ მომხიბლა რომელიც შეიძლება ითქვას რომ არ იყო ისეთი ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი როგორიც თბილისში. მაღლობზე შემდგარი ციხესიმაგრის, ძველი ებრაული სინაგოგის, მოცეკვავე სახლების, ცნობილი Charles Bridge – ს, ფრანც კაფკას მუზეუმის, ასტრონომიული საათის, ნაციონალური მუზეუმის, ლენონის კედლისა და ულამაზესი ვოიანოვის ბაღის (მემგონი ჩეხები რაღაც შუალედს იჭერენ ვოიანოვსა და ვოჯანოვს შორის, Vojanovy sady) დასათვალიერებლად სადღაც სამი დღე დამჭირდა. მოკლედ არ ვაპირებ დაწვრილებით აღვწერო ყველაფერი ზედმეტად მოსაწყენი გამომივა მემგონი მაგრამ ჩემი ბოლო პრაღული დღე მაინც განსაკუთრებული იყო თუმცა მანამდე იყო ერთი მომენტი როდესაც გვიანი ღამისა და ადრეული დილის მიჯნაზე სასტუმროსკენ მიმავალმა შეცდომით პრაღის სადღაც გადაკარგულ ნაწილში ტრამვაის მეშვეობით ამოვყავი თავი. საერთოდ ბუნების რომანტიულად აღწერა დიდად არ გამომდის მაგრამ იმ მომენტში ახლად ამოსული მზით სტაფილოსფრად განათებული ცა იმდენად ლამაზი იყო რომ ჩემს უსაშველოდ ცუდ ხასიათსაც კი უშველა და ჩემნაირი უხიაგი ტიპიც კი შეარბილა. ამ პეიზაჟის ნახვით მიერ გამოწვეულმა გრძნობამ ჩემს უძილობასაც აჯობა და დაღლილობასაც, ოდნავ ენერგიითაც ამავსო და რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში პირველად საუბრის საღერღელი ამიშალა. მოკლედ დაცვის ჯებირი გაარღვია როგორც იტყვიან, მზად ვიყავი ჩემი უგრძნობობა დამევიწყებინა და ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი დაუცველი თუ შეიძლება ასე ითქვას. უცნაური ისაა რომ ასეთი რამ ჯერ არც ერთი ადამიანის გამო არ მიგრძვნია და ბანალურმა მზის ამოსვლის სცენამ უცებ განმაიარაღა. სწორედ ამიტომ ამიერიდან პრაღის გახსენებაზე ყოველთვის განთიადი მიდგება თვალწინ და ახლა კი რაც შეეხება წვიმას. ეს მონაკვეთი შესვენების გარეშე უცებ არის წასაკითხი რადგან ეს მოვლენები ძალიან სწრაფად დაახლოებით სულ 3 საათში ჩაეტია. მოხდა ისე რომ საკუთარი სისულელით სადღაც პარკში თუ ტყეში დასლევად ამოვყავი თავი. სამი თუ ოთხი საათი მქონდა ფრენამდე დარჩენილი და როცა გავიაზრე თუ რა სულელურად ვკარგავდი დროს თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი აეროპორტისკენ. დაახლოებით ნახევარი საათი კოკისპირულ წვიმაში ვირბინე, მთვრალ პრაღელ „ჩუვაკებთან“ ერთად გულმოდგინედ ვარკვევდი ღამის 12 საათზე რა მიდიოდა აეროპორტში, წელს ზევით შიშველი ვიჯექი ჯერ ავტობუსში შემდეგ კი ტრამვაიში სადაც თავდავიწყებით მოზასავე გერმანულ-პერუულ შეყვარებული წყვილის გაცნობაც მოვახერხე, შემდეგ ერთი საათი უშედეგოდ ველოდებოდი აეროპორტისკენ მიმავალ მისტიურ სპეციალურ ავტობუსს რომელიც არა და არ მოვიდა, საკუთარ თავზე უზომოდ გაბრაზებულმა გემრიელად გამოვლანძღე ჩემი თავი, რაღაც ნახალოვკელი ტაქსისტის პრაღული ანალოგის მანქანაში ამოვყავი თავი და უსირცხვილოდ Tip – იც კი არ დავუტოვე. აეროპორტში ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ადვილად მოვახერხე 30 წლის მილანში მიმავალი კორეელი მასწავლებელისთვის მარილიანი ჩიფსების ძალით ჭმევა, მისთვის ქალებთან ურთიერთობაზე ლექციის წაკითხვა შემდეგ კი სურათის გადაღებაც. ბოლოს კი არაამქვეყნიურად უგემურ აეროპორტის სენდვიჩსაც შევექციე და ორი Random ესპანელი გოგოს გაცნობითა და ასევე საზიზღარი ყავის დალევით გამოწვეული გამაღიზიანებელი, მაგრამ მათი თქმით Сute ანუ საყვარელი ჰიპერაქტიურობით დავასრულე ჩემი პრაღული ეპოპეა რომლის შესახებაც წერა უსაქმურობამ გადამაწყვეტინა. არადა სინამდვილეში საქმეებს რა დალევს. ნეტავ მართლა უსაქმური ვიყო…………

‘ვაიმე გიჟები ბლიად, ფსიქიატრიულიდან გაქცეული გიჟები მჭამენ, ღმერთო შენ მიშველე, ღმერთო შენ მიშველე!’- გაიფიქრა ჩვენმა გმირმა.
„ხო, ხო, ხო მესმის. ეხლა ალბათ ფიქრობ რომ გვაკლია და გიჟები ვართ. მეც ეგრე ვიფიქრებდი შენს ადგილას ამხანაგო. არ გადანაშუალებ….მაგრამ….შენა და მატრიცა ხომ გაქვს ნანახი?
„ეხლა არ მითხრა მორფეუსი ვარო….“
„არა ძმაო….აგენტი სმიტი ვარ !!!“
„ვაიმე…..“
„არა, ხო კაი გეკაიფები რა გჭირს მერე რა რომ ერთ საათში შეგჭამთ იუმორის გრძნობა არ უნდა დაკარგო მაინც….ხო სად ვიყავი. ესეიგი მატრიცა ხო გაქვს ნანახი? ხოდა ძმაო ეგ ფილმი არის ნაღდი რა. გეუბნები მე შენ. ჩვენი შეფების დაკვეთით გადაიღეს. ოღონდ პირდაპირ ხომ არ იტყოდნენ არა ყველაფერს, ხოდა ცოტა სიმბოლიზმი, ცოტა ჰოლივუდი, კიანუ რივზი სექსები რამე მონიკა ბელუჩი….მოკლედ რამანწიკა რაა….“
„მატრიცა ქართველი კაპიტალისტების დაკვეთით გადაიღეს??!!“
„მაცადე მეთქი ! ისე შენ რა შოვინისტი ხარ ტოოო. კაპიტალისტებს ეროვნება აქ გვაქვს ძმაო. ყველანი ერთნი ვართ რა. იდეური ძმობა გვაკავშირებს და არა სისხლისმეირი !!!! ხოდა, ბლიად „კაროჩე“ ძმაო თუ მაცლი მოგიყვები ყველაფერს და თუ არა დაგკლავთ, აგერ მოკვდა კაცი მშიერი…“
„ჩუმად ვარ….არ იჩქარო, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.“
„ხოდა რას ვამბობდი. იალტის კონფერენცია ხო გაგიგია?“
„რა შუაშია მატრიცასთან იალტის კონფერენცია და სტალინი ?!?!?!“
„ იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ ხმას ამოიღებ და ეგერვე გაგფატრავთ…“
„არაააააააა, აარა ხო მორჩა ჩუმად ვარ, ჩუმად ვარ, ჩუმად, გთხოვთ მოვკეტე….“
„ხოდა ესეიგი იალტის კონფერენციაზე ძმაო რაც კი რამე წაგიკითხავს არის ტყუილი ბრატ. ხო გგონია რომ მანდ რამე პოლიტიკური თამაშები და რამე. ბერია აგენტები და რამე ხო გგონია ეგრე ?!? არაა ეგრე ! ესეიგი იმ სამმა ჩუვაკმა რომ ნახა ჯერ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო ამდენი ხალხი გაწყდა, მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო კიდევ ამდენი ხალხი გაწყდა… ხოდა იფიქრეს რატო ტოო??? აი იმ ინგლისელმა სიგარიანმა ჩუვაკმა თქვა რა: აი რატოოო ტოოო??? რისთვის ვხოცავთ ხალხსოოო რაა. არ შეიძლება ასე ნესპრავედლივი რასკლადიაო რა. თან ეხლა ატომური ბომბი გამოიგონესო რა და ომი თუ დაიწყება ყველას დაგვენძრევაო რა და ამიტომ რამე უნდა ვიღონოთო რომ ეს აღარ განმეორდეს არასდროსო რაა. ამდენი სიკვდილი ცუდი პონტიაო. ხოდა ფიქრობდნენ მთელი დღეები ბჭობდნენ ტიპები რა ექნათ რომ ომი აღარ ყოფილიყო. ძააან ცხარედ კამათობდნენ დაჟე ამბობენ რუზველტი ეტლიდან ადგაო რო ჩერჩილისთვის პანღური ამეორტყაო. ხო აზრზე ხარ რა ნუ რა ამბები იყო. ხოდა ერთხელაც რუზველტს დააგვიანდა რა თათბირზე მიგორდა რა კარებთან და დაცვას ეკითხება ჰა რა ხდება როგორ მიდის საქმეებიო რააა, ხოდა დაცვა სომეხი იყო რა გატლეკილი ენის პატრონი ერთი რუბიკა რა ვაბშე როგორ მოხვდა ეგეთ ადგილას ხუი ივო ზნაეტ….ხოდა ტიპმა სტალინმა და ჩერჩილმა დაჭამეს ერთმანეთიო რაა….. ხოდა ფრანკლინსაც აქ დაააარტყაააააა, გაუნათდა გონება. შესრიალდა რამე რუმე აქეთური იქეთური,მოიკითხა სტალინი, ევასებოდა მაგრად რა, რამე ოჯახი როგორაა, ბერია რას შვრება კიდე მაიმუნობს? ბუხარინი მომიკითხე, ხრუშჩოვი ჩამიკოცნე ხოდა მერე ეგრევე ეუბნება ვიცი მე რაც უნდა ვქნათო. ვა აბა რაო ფრანკლინო? რაო და ძმაო თქვენ ეხლა ადექითო და ხუთ ხუთი ყველაზე სანდო „მუჟიკები“ მოიყვანეთ თქვენ თქვენი ბანაკებიდანო და დანარჩენი მე ვიცი მოვაყომარებ ყველაფერსო. ხოდა კაი ბაზარი არააო. შეიკრიბა სხადნიაკი. რუზველტმაც არც აცია არც აცხელა და კაროჩე ამდენს რომ ვხოცავთ ამ უდანაშაულო ხალხს ეგრე არ შეიძლებაო. ამიტომო დღეიდანო მე გთავაზობთ ახალ გზასო რა, რომლის ფარგლებსაც არ გავცდებითო, დღეიდანო იმის მაგივრად რომ ვიომოთო ერთმანეთის ჭამა უნდა დავიწყოთო რა, ოღონდ ეს არავინ არ უნდა იცოდესო! აი ეგრეო რა. ვჭამოთ ერთმანეთიო და ბოლოს ვინც გადარჩება იმისი იქნება მსოფლიოო რაა და ამ გენიალურ იდეას დათანხმდა ყველა ! ხოდა შეიქმნა სპეციალური ჯგუფები ოჯახური საქმიანობასავით გახდა რა, მამიდან შვილზე გადადის ეს საქმიანობა აი მაგალითად შოთა, – ტაფასთან მდგომ მუტრუკზე მიუთითა – მესამე თაობის სოციალისტების მჭამელია, ჯერ ახალგაზრდაა სულ სადღაც ასე თხუთმეტამდე ყავს დაგემოვნებული, მე და გასტონი კი უფრო ბებრები ვართ….ასიანთა ჯგუფში შევდივართ დღეს ! გიხაროდეს შენ იქნები მეასე ! რამე ფასდაკლების ბარათებს მოგცემდით ან კინოს ბილეთებსაც გაჩუქებდით მარა რა ჩემ ფეხებად გინდა რო?!?! ჰაჰაჰა. ხოდა ძმაო ეგრეა იმის მერე კაპიტალისტები და სოციალისტები ვართ ფარულ ბრძოლაში ჩაბმულები, მაგან გადაგვარჩინა რომ იცოდე თორე აქამდე ატომური ომი დაიწყებოდა. ხან ჩვენ ვიგებდით ხან თქვენ იგებდით. ხოდა ეხლა დასასრულისკენ მიდის რა ეს ყველაფერი.ეგაა და ეგ.“
ცოტა ხნის განმავლობაში ჩვენი გმირი ამ მართლაც რომ არაორდინალური ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა. ბევრი ალოგიკური რაღაც შენიშნა ნაამბობში და თქმასაც აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა ვაითუ ეს გიჟები უარესად გავაბრაზოო ამიტომ უბრალოდ ყვირილი დაიწყო:
„არ ვარ მე სოციალისტი ! გეფიცებით არ ვარ ! საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა ! აპოლიტიკური ვარ მე ! აპოლიტიკური ! არ შემჭამოთ რა გეხვეწებით არ გინდათ ძალიან გთხოვთ…“
„ვა მართლა ?“
„კი,კი,კი,კი,კი მართლა გეფიცებით არ ვარ მე სოციალისტი არა !“
„იცი როგორ შეიძლება ნამდვილი სოციალისტის ამოცნობა?“
„არრრ…..არ ვიცი ალბათ უნდა გაესაუბროთ და აზრს დაეკითხოთ სოციალურ პოლიტიკაზე? “
„არა ეგრე არ გამოვა რა გარანტია მაქვს რომ არ მომატყუებ? ჩვენ ამოცნობის ჩვენი საკუთარი მეთოდები გვაქვს“
„როგორი ???“ – იმედი მიეცა ჩვენს გმირს
„თუ ხორცს ოდნავ ქათმის გემო დაჰკრავს ზნაჩიტ სოციალისტი გვიჭამია და ეგაა რა…“
„……………………………….მოიცა ეგ როგორი მეთოდია? ვთქვათ და შეცდით მერე ? მერე რას იზამთ??? ეგ როგორ შეიძლება?! ეგ როგორ შეიძლება თქვე მართლა ნაბიჭვარო ღორებო…“
„შეიძლება რატომაც არა ჩვენ სოციალისტებისგან განსხვავებით ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს….და როგორც ქრისტიანებს შეგვეფერება გულწრფელად ვინანიებთ ცოდვებს“
„მერე მე რა ჩემს სირად მინდა შეცდომის აღიარება და თქვენი ცოდვების მონანიება თუ შემჭამე და მერე მიხვდი რომ შეცდი?!?!“
„ხო რაში გენდომება. დამპალი ათეისტი სოციალისტი ხარ და. მოყვასი არ გიყვარს ბიჭო??? მის სულზე არ უნდა იფიქრო მარტო საკუთარ ტყავზე რომ ფიქრობ…“„არ ვარ სოციალისტი ! არაააააა ! არც ათეისტი !“
„ღმერთის გწამს ანუ?“ – გაკვირვებული მუტრუკი სკამიდან წამოხტა
„დიახ მწამს !“
„ჩამოხსენი!“- უბრძანა ნაჯახიან მუტრუკს ანუ იგივე გასტონს.
„ზახარიჩ…მშია რა“ – საწყალი თვალებით შეხედა გასტონმა.
„ჩამოხსენი მეთქი !!!“ – არ ცხრებოდა ზახარიჩი.
გახარებული სისტემასთან მებრძოლი თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და თავისუფლებას ზეიმობდა.
„ჩამაბარა.“ – უთხრა ზახარიჩმა და მის წინ სკამზე მოკალათდა
„რა ჩაგაბარა?“ – დაიბნა მებრძოლი.
„რა და თავანი ბლიად! რა, რა, აღსარება ! პირუტყვი ხომ არა ვარ მორწმუნე კაცი საიქიოში აღსარება ჩაუბარებელი გავუშვა !“
ძლივს განთავისუფლებულმა ბიჭმა აღშფოთება ვეღარ დამალა მოვლენათა ასეთი შემოტრიალების გამო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად ადამიანისთვის სიმართლის თქმა დააპირა, უარესი რაღა უნდა მოხდესო. ბოლო ძალები მოიკრიბა, თვალი თვალში გაუყარა მელომან მუტრუკს და აკანკალებული ხმით ამოღერღა:
„არ ვარ მეთქი სოციალისტი !“
„აბა ვინ ხარ?“
ხელი საწოლთან მდგარ ტუმბოსკენ გაიშვირა და მშვიდი ხმით უთხრა:
„აი იქ ჩემი დღიურებია თითქმის ყველაფერს ვიწერ რასაც ვფიქრობ ან ვაკეთებ, შეგიძლიათ გადახედოთ აქამდე არავის წაუკითხავს და მანდ ტყუილის დაწერას არც ქონდა ჩემთვის დიდი აზრი მაინც მხოლოდ ჩემთვის იყო. შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით ვინ ვარ“
მელომანი მუტრუკი ანუ იგივე ზახარიჩი ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ წამოდგა და დღიურის თვალიერებას მიჰყო ხელი კითხულობდა, წყნარად მშვიდად. სახლში მარტო ტაფის შიშხინის ხმა გამეფებულიყო და ისევ მოხრაკული ხახვის სუნი იდგა.
„აუ ბლიად რამდენ ხახვს ხრაკავ შე ავადმყოფო ვერ ხარ ცოტა?“ – შიმშილისგან წყობილებიდან გამოსული გასტონი ამჯერად ახალგაზრდა მუტრუკ შოთას მისდგა.
„ეეე ძმაო აბა ეხლა მაგას შეხედე რამხელაა“ – შოთამ ბიჭზე მიუთითა, გასტონმა კი სუფთა გასტრონომიული კრიტერიუმების მიხედვით საკმაოდ მადისაღმძვრელ სისტემასთან მებრძოლს იმდენს ხანს უყურა სანამ კუჭის ხრიალმა არ გაახსენა რომ ისევ მშიერი იყო.
„აიიიიიიიიიი სად დაგვერხა……“ – წამოიძახა ზახარიჩმა.
„რაო ? რა ხდებაო?“ – ვეღარ ითმენდა გასტონი.
„რა ხდება და ვაჟას ჩემი ხელით ამოვთხრი თვალებს. ეს რა ნავოდკა მოგვცა კაცო კინაღამ მძ…..ვაიმე რას გადავრჩით ბიჭებო. რას გადავრჩით. არადა კინაღამ შევჭამეთ, კაცო კინაღამ შევჭამეეეეთ….“
„ჰა რა ხდება ზახარიჩ ნუ მაწვალებ გეხვეწები რა მოვკვდი მშიერი მონარქისტსაც კი შევჭამ…. ჯანდაბას ანარქისტზეც თანახმა ვარ, გეხვეწები რა…“
„არა გასტონ ამას ჩვენ პირს ვერ დავაკარებთ…“
„კი მარა ვინააა ამისთანა?“ – შოთასაც სძლია ცნობისმოყვარეობამ და მოხრაკული ხახვიც კი მიატოვა.
„ფემნისიტია….“ – ღრმად ამოიოხრა ზახარიჩმა. მის ქცევებში იმედგაცრუებაც კი არ იგრძნობოდა. მხოლოდ თანაგრძნობა. თანაგრძნობა ამ ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, რომელსაც დარცხვენილს თავი დაეხარა სახე გასწითლებოდა. გაკვირვებისგან ყბა ჩამოვარდნილმა გასტონმა თვალები დააჭყიტა და ახალგაზრდა ფემინისტს უაზრო მზერა მიაპყრო
„ფემინისტი…ფემინისტიო….რა ფემინისტი….ვინაააა ფემინისტი?!?! ესააა ფემინისტი?!?!“ – იმედგაცრუებული ღრიალებდა ბოლო ხმაზე.
„შენა შვილო ცოტა ხომ არ გაჟუილებს? ახალგაზრდა ბიჭი ხარ…რა ფემინიზმი ტო…არ მესმის რა. მომკალით და არ მესმის რა. ან მწვანეთა პარტიაში შედი, ან ცხოველთა უფლებები დაიცავი. ბოლო ბოლო ფულს მაინც მოგცემს ვინმე. რა მუღამი აქვს კაცისთვის ფემინისტობას???“ – აღშფოთდა შოთაც.
„მკიდია !!! არ მიჭამია ფემინისტები ხოდა ეს პირველი იქნება, მერე რა რო სოციალისტი არაა ზატო ხო ადამიანია, ხო ხორცია არაა!…“ – აღმოხდა გასტონს რომელსაც შიმშლმა სულ დარია ხელი და ჭკუიდან ოდნავ გადაიყვანა. ისე კი არ იყო ცუდი კაცი. კაპიტალისტი კანიბალის კვალობაზე საკმაოდ კეთილშობილი პიროვნების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა, უბრალოდ სოციალისტებზე იყო შემჯდარი რა როგორც იტყვიან. ლომკა ქონდა. სისრულეშიც მოიყვანდა ალბათ ჩანაფიქრს ზახარიჩს სევდიანი ხმით რომ არ შეეჩერებინა.
„მე მიჭამია ფემინისტი…..მისია გვქონდა……ოთხნი ვიყავით. ჯან-ღონით სავსე ბიჭები. ორი ფემინისტი დავიჭირეთ დაღესტანის მთებში….“ – დანანებით წარმოსთქვა ზახარიჩმა.
„ძმობას გაფიცებ, დაღესტანის მთებში ფემინისტები სად იპოვეთ???“ – გულწრფელად გაიკვირვა შოთამ.
„ეჰ შენ, რომ დაღესტანის ფემინისტურ მოძღვრებას არ იცნობ ჩვენი დამსახურებაა სწორედ… ჩემი და იმ სამი ბიჭის. მაგ მისიის შემდეგ ორი თვის განმავლობაში სამივე ჭკუიდან გადავიდა. მე გადავლახე მხოლოდ ის მისია….“
„არ მაინტერესებს !!!!! მკიდია სულ რომ მოწამლული ხორცი ქონდეს მირჩევნია მოვიწამლო და ისე მოვკვდე ვიდრე შიმშილისგან ჭკუიდან გადავიდე“ – თავისას არ იშლიდა გასტონი.
„მოწამლული არაა ხორცი…. უბრალოდ…..“
„რა უბრალოდ?!“
„ძალიან ცუდი გემო აქვს…..“
„ადამიანო ბაყაყის ხორცს ჭამს ხალხი და კალიებს, ფემინისტის ხორცი რა გახდა ?!?!“
აქ უკვე ზახარიჩსაც უმტყუნა ნერვებმა და ელვის სისწრაფით მივარდა გასტონს. მუდამ ცივსისხლიანი ცინიკოსი ზახარიჩი ასეთი შეძრული არავის ენახა…ალბათ მხოლოდ იქ დაღესტნის მთებში იყო ასეთი. ოდესღაც ახალგაზრდობაში….ახლა კი წარსულის გახსენებამ სული აუფორიაქა გამობრძმედილ კაპიტალისტს, რომელიც ორივე ხელით ჩაფრენოდა მოძმეს და სასოწარკვეთილი, მუდარის ხმით ეკითხებოდა:
„ჩემი გჯერა?!?! გასტონ ჩემი გჯერა მეთქი ?!“
„რაზეა ბაზარი ზახარიჩ….მჯერა როგორ არ მჯერა. მჯერა !“ – უფროსის თვალებში ჩამდგარმა შიშმა და სირცხვილის გრძნობით გაჯერებულმა მთრთოლვარე ხმამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მშიერ გასტონზე, რომელიც უმალ დამშვიდდა და შიმშილის გრძნობაც დაავიწყდა.
„ხოდა გეუბნები…მე ვჭამე…ჩვენ ვჭამეთ….თითო თითო ლუკმა გვეყო ყველას რომ მივმხვდარიყავით რასთან გვქონდა საქმე…. ძლივს გადავრჩი. ასე რომ წავედით შევეშვით. დამიჯერე. უჩვენოდაც ცოდოა.“
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, შოთამ გაზქურა გამორთო და იმედგაცრუებული მუტრუკები ნელ ნელა ააბარგებას შეუდგნენ….შოთას ყველაზე მეტად გული მოხრაკულ ხახვზე დასწყდა. გასტონს ფემინისტის ხორცის გაუსინჯავობაზე, მხოლოდ ზახარიჩი მოეცვა გაორებულ გრძნობას. თან უხაროდა რომ გადარჩნენ თან გულდაწყვეტილი იყო რომ მისია ვერ შეასრულეს და დრო რომელიც რომელიმე სოციალისტის ჭამაში შეეძლოთ გაეტარებინათ ფემინისტთან კატა თაგვობანას თამაშში დახარჯეს. გულში „ნავოდკების“ ანუ „ნაკოლების“ მიმცემ ვაჟას დედას აგინებდა და ერთი სული ქონდა როდის მიაგნებდა მას რომ ცხვირ პირი გაეერთიანებინა. სად გაგონილა ფემინისტი და სოციალისტი კაცს ერთმანეთში არეოდეს?!?!
ის ის იყო ზახარიჩი სახლიდან გასულ თანამოძმეებს უნდა გაჰყოლოდა რომ გაოგნებულმა, შოკირებულმა და ღამით განვითარებული მოვლენების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ისედაც ნერვიულმა სისტემასთან მებრძოლმა შემომტვრეული კარების ჩარჩოში გააჩერა და დარცხვენილად ჰკითხა:
„და მაინც რისი გემოს აქვს ფემინისტს?..“
„ჯობია არ იცოდე რა მ…..ჯობია არ იცოდე შვილო, ჯობია არ იცოდე…შენს შემთხვევაში Ignorance is bliss” – ბოლო სიტყვები ზახარიჩმა ცოდნისგან ტკივილ გადატანილი კაცის ხმით წარმოსთქვა….აი ისეთი ხმით ამერიკული ბლოკბასტერების
„ტრეილერებს“ რომ ახმოვანებენ ხოლმე. ეს არ იყო მარკეტინგული სვლა…მას უბრალოდ უნდოდა დამაჯერებლობა შეემატებინა სიტყვებისთვის რადგან გრძნობდა, ამ ბიჭის ცხოვრება იმ ღამეს სამუდამოდ შეიცვალა. სისტემასთან მებრძოლს სიკვდილამდე აღარ მოასვენებს ეს მტანჯველი კითხვა, მისი ტვინი ყველანაირ გზას მოსინჯავს რათა რამენაირად გაიგოს….მართლაც და ნეტავ რისი გემოს აქვს ფემინისტის ხორცს ?….

……როგორია რეალური საქართველო? კარგი თუ ცუდი? ლამაზი თუ მახინჯი? როგორები ვართ ქართველები? მამაცები თუ მხდალები? ტოლერანტი შემწყნარებლები თუ შოვინისტი აგრესორები? რა არის საქართველო? ქრისტიანული სიყვარულის აკვანი თუ ფარისეველი ფუნდამენტალისტი ბარბაროსების სავანე?.. ვინმე ჭკვიანი გამოხტება და მეტყვის რომ არც ერთი და არც მეორე. რომ სადღაც შუაში ვართ გაჩხერილები როგორც ყველა, რომ არც ძალიან ცუდები ვართ არც ძალიან კარგები და რომ ზოგადად ერების ავკარგიანობაზე საუბარი სისულელეა რადგან არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები არამედ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. გამოხტება და ალბათ მართალიც იქნება მაგრამ…. არც მთლად მასეა საქმე.

დღესდღეობით ხშირად მესმის ხელისუფლების კრიტიკა. ზოგჯერ სამართლიანი ზოგჯერაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და უსამართლო. თუმცა ეს არაა ის რაც მაწუხებს. ამ ბოლო დროს მარტივი დასკვნა გამოვიტანე. ქართველ ხალხს აქვს თანდაყოლილი შეგრძნება იმისა რომ ის საკუთარ ხელისუფლებაზე უკეთესია და უფრო მეტს იმსახურებს. იყო პერიოდი როდესაც მეც ასე ვფიქრობდი. ხო მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები იმის შესახებ რომ არც ერთი ერი არაა იმ ხელისუფლებაზე უკეთესის ღირსი ვიდრე თავად დაუმკვიდრებია. მაშინ რატომ ჰგონია ქართველ ერს რომ ის სააკაშვილის მთავრობაზე უკეთესის ღირსია? ვითომ იმიტომ რომ თითქოს გრძნობს ეს მთავრობა მისი დამკვიდრებული არაა??? აბსოლუტური აბსურდია ის ორღობული ინსინუაციები რომ ამერიკელებმა დაგვისვეს მიშა და ასე შემდეგ. ჯერ არსად არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე რომ ხელისუფლებაში მოსულიყოს მთავრობა რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მაინც არ ჰქონოდა. აიღეთ თუნდაც უკრაინა, სადაც იუშენკო იგივენაირი რევოლუციით მოვიდა მაგრამ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, აიღეთ ყირგიზეთი სადაც იგივე განმეორდა, აიღეთ ბელორუსია სადაც რევოლუციამდეც კი არ მისულა საქმე. აიღეთ თუნდაც საქართველო. შევარდნაძესაც ჰქონდა მხარდაჭერა მანამ სანამ ის გადააყენეს. მხოლოდ ამ გადაყენების მომენტში გამოჩნდა ის რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე KGB-ს აგენტებით გაჯერებული მინისტრთა კაბინეტი და კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მოქცეული პარლამენტი და ცუციკი პოლიცია იყო. ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ რევოლუციით მოსული ძალა თუ მას სათანადო ზურგი და მხარდაჭერა არ აქვს დიდ ხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა გამოწვეულია წინა მთავრობის დაბალი პოპულარობით, ზოგჯერ კი თავად ახალი პოლიტიკური ძალის კარგი იმიჯით. ნაციონალების შემთხვევაში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს იდეალურად შეერწყა, წინა მთავრობა სრულიად დისკრედიტირებული იყო ახალი პოლიტიკური ძალა კი მის ფონზე ენერგიულ და იდეალურ ალტერნატივად მოსჩანდა. და ეს მართლაც ასე იყო. 90 იანებში შევარდნაძის მთავრობა იყო ერის სახე. იმ ერის სახე რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკუთარი ქვეყანა გაძარცვა, ჯართად გაიტანა და დაახურდავა, დემოკრატიული ფასეულობების მაგივრად კი კვაზი პოსტ კომუნისტური კორუფციული ურთიერთობები აქცია სახელმწიფოს საფუძვლად. გამოხტება კიდევ ვინმე და იტყვის ხალხმა კი არა ხელისუფლებამ, ნომეკლატურამ და ისევ ყოფილმა კომუნისტებმა დააქციეს ქვეყანაო იტყვის. კი ბატონო ვთქვათ და ასე იყო მაგრამ რატომ მოხდა ეს ჩვენთან და არ მოხდა ბალტიისპირეთის ანაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში? რომლებიც რაღაც პერიოდი დემოკრატიულად არჩეული კომუნისტური მთავრობის პირობებში სწრაფად ახორციელებდნენ რეფორმებს და ზუსტად 13 წელიწადში ნატოსა და ევროკავშირში შეჯლიგინდნენ. რატომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი ნაძირალა კომუნისტებიც კი ლატვიელ, ესტონელ და ლიტველ კომუნისტებზე უფრო საზიზღრები აღმოჩნდენ?….თუ გვგონია რომ ქართველი კომუნისტები ერის ნაწილი არ იყვნენ ????…. KGB მუშაობდაო ვიღაც იტყვის. კი მაგრამ ვისი ხელით მუშაობდა? ისევ ქართველების….რაც კი ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარა საქართველოში ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი იყო კანონზომიერი. ყველაფერი რაც მომხდარა იყო ჩვენი მამების, ბაბუების, ძმების, ბიძების, მეგობრებისა და მეზობლების აქტიური თუ პასიური მოქმედებებით გამოწვეული და განპირობებული. სამწუხაროა მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ქვეყანა საშინელ დღეში ჩავარდეს ჭკვიანთა ნერვების მომშლელი პასიურობისა და სულელების ასევე ჭკუიდან გადამყვანი ჰიპერაქტიურობის გამო. საქართველო არის ქვეყანა სადაც ცბიერმა აქტირუმა ჯაყოებმა ისარგებლეს განათლებული „ინტელექტუალების“ პასიურობით ან ამორალურობით და მოსახლეობის უმწეო გაუნათლებელ ნაწილს ნამუსი ახადეს. და ტრაგედია ისაა რომ ეს სამივე ‘კლასი’ ქართველმა ერმა შობა.

მაგრამ ვინ იცის იქნებ ვაჭარბებ კიდეც. დღეს საბედნიეროდ სიტუაცია შეცვლილია. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულება მაქვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი. ცუდსაც ვხედავ და კარგსაც, ავად თუ კარგად მესმის რა ხდება ქვეყანაში, იმასაც ვხვდები რომ საქმე იდეალურისგან შორსაა, მაგრამ თუკი ვინმე „მიშა წადის !“ ყვირილს დაიწყებს და სათავეში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლას მოითხოვს მას მხოლოდ ერთ მოთხოვნას წავუყენებ: დამიმტკიცოს რომ საქართველოს მოსახლეობა იმაზე უკეთესს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციასა და ჯარს იმსახურებს ვიდრე დღეს ჰყავს. ძალიან მინდა მოვისმინო ერთი თუნდაც დილეტანტურ დონეზე არგუმენტირებული პასუხი…..და ასეთის მოსმენის შემთხვევაში გავჩუმდები. გამიხარდება კიდეც რომ თურმე მე ვცდებოდი. და დავუბრუნდები იმ ნეტარ აზრს რომ ჩვენ მართლაც ანგელოზი ერი ვართ რომლის უბედურებებიც მისი გაუნათლებლობისა და გულგრილობის კი არა ფატალური უიღბლობის ბრალია.

მუსიკა მართლაც სასიამოვნო მოსასმენი იყო მომღერლის ოდნავ ბოხ ხმასაც ეტყობოდა რომ ნიჭიერი იყო მაგრამ აი სიტყვები კი რომლებიც ასე საამოდ მოისმოდა დინამიკებიდან დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ჩვენი გმირისთვის….

And I’m underneath the streetlights
But the light of joy I know
Scared beyond belief way down in the shadows
And the perverted fear of violence
Chokes a smile on every face
And common sense is ringing out the bells
This ain’t no technological breakdown
Oh no this is the road to Hell.

ამასობაში ჩანთიანმა მუტრუკმა შამფურების ამოლაგება დაიწყო რომ მორჩა ოდნავ შეყოვნდა თითქოს რაღაცა არ მოეწონაო თვალები მოჭუტა და გასკვანჩულს ჰკითხა: „რამდენი კილო ხარ ბრატ?“. გაზქურასთან მოფუსფუსემ იკადრა გამოხედვა აათვალიერ ჩაათვალიერა საწყალი ბიჭი და გდე ტო პად სემდისიატ იქნებაო დასკვნა დაუდო. ჩვენმა მეშამფურემაც 5 ცალ გაპრიალებულ შამფურს უკან ჩანთაში დემონსტრაციულად გადაუძახა. ხელები მოიფშვნიტა და სკამზე დაეხეთქა. ცენტრი კი უკრავდა და უკრავდა ოღონდ ამჯერად მომღერალი წინაზე კიდევ უფრო ნაკლებ დამაიდებელი იყო:

Timothy, timothy joe was looking at you,
Timothy, timothy God what did we do?
I must have blacked out just around then
Cause the very next thing that I could see
Was the light of the day again
My stomach was full as it could be
And nobody ever got around to finding timothy….

ამ მომენტზე მხოლოდ მუსიკის ჩამრთველმა მუტრუკმა გადაიხარხარა ეტყობა დანარჩენებმა მარტო რუსული იცოდნენ და სიტუაციის ირონიას ვერ ჩასწვდნენ.
„ჰა ბლიად გამიხმა კუჭი დავიწყოთ უკვე“ – თქვა სკამზე მჯდომმა და დაბმულისკენ წავიდა. აქ კი ნერვებმა ვეღარ გაუძლო სისტემასთან მებრძოლს და საწყლალობლად აფართხალდა. განთავისუფლებას მთელი ტანის დაძაბვით ცდილობდა ყველა კუნთი რომელსაც კი ტვინი გასწვდა სასტიკად დაეჭიმა, კისერზე ძარღვები დაებერა, ჯახირობდა, გაშმაგებული იქნევდა თავს….მის წვალებას მანამ უყურებდნენ სანამ დააქანცულმა თავი მკერდზე არ ჩამოიდო და გაირინდა. შეშლილი სახით უაზროდ მიშტერებოდა იატაკს. ცოტა ხანში იგივე განმეორდა ისევ ფართხალი, ისევ ძარღვების დაჭიმვა, ხრიალიც, ღრიალიც, თავის გიჟივით ქნევა, იმდენი ქნა რომ გადაყირავდა და ცხვირიც გაიტეხა. ამჯერად მაგიდიანად უსიტყვოდ წამოაყენეს.
„ეეე ტო ამან თუ ესე გააგრძელა ბასტურმა კი არა დაბეგვილი ხორცის თოხვლა მოგვიწევს ისევ. მოუფრთხილდით პირუტყვს ამხანაგებო მოუფრთხილდით. მიაქციეთ ყურადღება ხომ ხედავთ ცოფიანია“
„ვინ ხართ რა გინდათ, რას მერჩით, რათ გინდათ ჩემი შეჭმა, გამიშვით რაც მაქვს ფული სულ მოგცემთ წაიღეთ არ დავრეკავ პოლიციაში გეფიცებით არ დავრეკავ ხმას არ ამოვიღებ, ვერავინ გაიგებს…“
„რაო ძმაო არ გამოგდის გაქცევა და ეხლა გვეხვეწები ხო? შიგ გაქვთო რო ყვიროდი კაი იყო?“ – ბავშვივით ნაწყენმა ჩაილაპარაკა ნაჯახიანმა.
„მაგის გამო უნდა მომკლათ ?!?!?! ბოდიში მაპატიეთ გევედრებით არ მინდოდა, ხალხი არა ხართ….“
„არა ძმაო ჩვენ ხალხი არ ვართ. ჩვენ ვართ კაპიტალისტი ღორები ხოდა ღორებთან ლაპარაკს როდის მოუტანია ხეირი. უნდა დაიჭირო და დაკლა თუ არადა თვითონ შეგჭამს თუ მოასწრო ხოდა აგერ ჩვენც დაგასწარით“
„რა კაპიტალისტ……ჰა? ვი….რა გინდათ რას მერჩით ?!?!?! “
„ვუთხრა???
„ჰა უთხარი მაინც დანძრეული აქვს…. ოღონდ მალე ქენი რა შენი ჭირიმე მთელი დღე არ მიჭამია, ნაირამ ნიგვზიანი ბადრიჯანი გააკეთა და ვერ ვჭამე რა კუჭს მატკიებს.“
„გასტრიტი ? საიდან ტო?“
„სოციალისტების ჭამამ იცის….“ – დაიძახა გაზქურასთან აქამდე ჩუმად მდგომმა მუტრუკმა და ტაფაზე მოხრაკული ხახვი სიამოვნებით დაყნოსა.
„ჰა ეხლააა მიდი დაააბრეხვე ყველაფერი, არ მაცალო მოყოლა. რა იცი ხოლმე ეს ჩარევა რა… წინაზე მე ჩაგერიე? არა მითხარი ჩაგერიე, ხელი შეგიშალე??? ხოდა მაცადე რა…- თქვა მელომანმა, რომელიც ეტყობა ამ ბანდის უფროსი იყო.
„ხო კაი კაი ნუ აწიკვინდები ხოლმე პატარძალივით. მიდი მიდი დროზე ქენი…“
მელომანი შემოუბრუნდა და გააგრძელა.
„ხო ესეიგი. რასაც ალბათ მიხვდი ისაა რომ აქ ტყუილად არ მოვსულვართ. ხო, ხო კაპიტალისტები ვართ და სოციალისტებს ვჭამთ და რამე, გემრიელი ხორცი გაქვთ ჩვენი ფულით ნაზარდ-ნასუქები ხართ მაინც და იგრძნობა რა ხარისხი და რამე რაა…ჰაჰაჰაჰა….მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ჩახლართულია ვიდრე შენ გგონია მეგობარო….“ – აქ მუტრუკმა ხმას დაუწია, მისკენ გადაიხარა სახესთან ხელი მიიტანა და იდუმალი ტემბრით ნიშნის მოგებით წარმოსთქვა – „ჩვენ ფინიშის ხაზთან ვართ !!!“

 

“არ გინდა…“ – გააჩერა მესამემ – „მე თვითონ…“- ველური ყიჟინა დასცა და მაგიდაზე ახტა. ამ დროს მეორე მუტრუკმა ჩაახველა, განზე გადგა ხელები გაიშვირა მაგიდაზე მდგომისკენ და მონოტონური ხმით დაიწყო: „ქალბატონებო და ბატონებო…“

 

„ქალბატონები სადღა დაინახე შეჩემისა?“ – წამოიძახა ხანჯლიანმა

 

„ნუ მაწყვეტინებ !…სად ვიყავი? ხო…. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა დედამიწის ყველაზე საშიში მტაცებელი, ვარკეთილელი ‘ზახარიჩი’ !!! ოოო რამდენ უმწეო არსებას უცდია მისი ბინძურ ტორებისგან თავი დაეღწია მაგრამ ამაოდ….ოო რამდენისთვის ჩაურტყამს ზურგში თავისი ალესილი ხანჯალი, დახეთ დახეთ როგორ დაუკრეჭია კბილები !!! თვალებში შეხედეთ და დაიმახსოვრეთ ესაა ნამდვილი მამაკაცის გამოხედვა მანამ სანამ ის მსხვერპლს შეახრამუნებს !!! შეამჩნევდით ალბათ რა თეთრი კბილების პატრონია ჩვენი ზახარიჩი, როგორი ახოვანი, როგორი მიხვრა მოხვრა აქვს, როგორი სიჯიუტე იგრძნობა მის ყოველ მოძრაობაში….“ – მოკლედ ნომერმა ორმა მუტრუკმა ამ ფრიად მოულოდნელი და გარემოების შეუსაბამო მონოლოგის წამოწყებით ჩვენი ისედაც დაბნეულბისგან უმოქმედობაში ჩავარდნილი ძვირფასი გმირი, რომლის სახელსაც სხვათა შორის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ უფრო დააბნია, ვეღარც კი იაზრებდა რა ხდებოდა, ცდილობდა ყველაფერი რაიმე ლოგიკური მოვლენების ჯაჭვისთვის დაეკავშირებინა, რატომ? რისთვის? ვინ? მოკლედ ყველა ზოგადსაკაცობრიო ეგზისტენციალური კითხვების ამ კონკრეტული სიტუაციისადმი მისადაგებას ცდილობდა, მაგრამ პასუხები ისეთივე ბუნდოვანი იყო როგორც 19 საუკუნის ფილოსოფოსთა აზრები ზემონახსენებ მარადიულ კითხვებთან დაკავშირებით. გაოგნებული მიშტერებოდა დაუპატიჟებელ სტუმრებს რომლებიც თავს ისე გრძნობდნენ როგორც საკუთარ სახლში…ალბათ უფრო როგორც საკუთარ სამზარეულოში. მუტრუკი ნომერი ორი ქადაგად დავარდა რაც კი ოდესმე სამეცნიერო (ანუ ჭკვიანური რა) სიტყვა მოუსმენია ყველას ერთად ატრიალებდა ქართული გრამატიკისთვის ცნობილ 7 ვე ბრუნვაში, ზოგჯერ ფრიად ჩახლართულ წყობებში თვითონვე იკარგებოდა, რის თქმას აპირებდა აღარ ახსოვდა და უაზრო წინადადებების ქარიშხალისგან თავის დაღწევას მხოლოდ ქვაბიანი მუტრუკის დამცინავი რეპლიკების შემდეგღა ახერხებდა. როგორც იქნა ეს პერფორმანსიც დაასრულა და მესამე მუტრუკის ავ ზრახვებსაც მიეცათ გასაქანი. მაგიდიდან შესაშური მოხერხებულობით ისკუპა და ჩვენი საწყალი გმირი ნოკაუტში ჩააგდო. საკმაოდ საინტერესოა რომ უგონო მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში მან სიზმრის ნახვაც კი მოასწრო. ფრიად უცნაური სიზმარი კი იყო ღმერთმანი, ვერაფერს იტყვი. წვერ გაუპარსავ მძღოლს ვენესუელაში წაყვანას ეხვეწებოდა. მძღოლი კი, რომელიც საეჭვოდ წააგავდა ჰაქან შუქურს ოღრაშულ მზერას არ აშორებდა და ტუჩებს ილოკავდა. მოკლედ ნამდვილ მებაჟედ გრძნობდა თავს და გონზე მოსვლის პირველი ორი წამის განმავლობაში  გაუხარდა კიდეც რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ჰაქანმა ზედმეტი ვერაფერი ჰკადრა. თუმცა როცა მოხრაკული ხახვის სუნი ცხვირში ეცა მიხვდა მალე ჰაქანი სანატრელი გაუხდებოდა. მუტრუკებს დრო მოეგოთ და გაბრუებული ამოყირავებულ მაგიდაზე ვერტიკალურად დაებათ თუმცა თვითონ არსად ჩანდნენ. დაახლოებით ოთხი წუთი სრულ გაურკვევლობაში იყო. მშვიდად უყურებდა როგორ ასდიოდა ბოლი ტაფას და ის იყო გაიფიქრა ალბათ ფული წაიღეს და წავიდნენო რომ ოთახში ერთი მუტრუკი სტვენა სტვენით შემოპირუეტდა და გაზქურასთან აფუსფუსდა. მალევე მეორე მუტრუკიც საიდანღაც გამოშპა დიდ სპორტულ „Adibas” – ის ჩანთას ხელი დაავლო, და ნივთების ამოლაგებას შეუდგა. მესამე მუტრუკიც ტუალეტიდან გამობაჯბაჯდა, წყნარად მშვიდად ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე მიუახლოვდა მუსიკალურ ცენტრს კომპაქტ დისკების კოლექციის თვალიერებას შეუდგა თავს ხან მოწონების ნიშნად გადააქნევდა ხოლმე ხან კი ზიზღის ნიშნად ისეთ სახეს დაკერავდა გეგონება ისევ უნიტაზზე იჯდა. ბოლოს ერთ ერთს ხელი დაავლო და სიჩუმეც დაარღვია: “Что за обед без музыки а товарищи?“ – აქაოდა სიჩუმე თანხმობის ნიშანიაო დისკი ცენრტში ჩადო, სკამზე დაბმულისკენ გამოიხედა და თვალი ჩაუკრა -„Hаслаждайся друг мои”

 

To be continued