Category: Georgia


ნამეტანი საინტერესო ამბები ხდება ამ ბოლო დროს ორ ზღვას შუა გაჩხერილ ოდესღაც დიად საქართველოში.

პროტესტანტი თსუ-ელები

ბატონი რექტორის სიტყვით გამოსვლა სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ძნელია ზუსტად აღვწერო რა მოხდა ადგილზე მაგრამ ფაქტია რომ ზოგიერთ სტუდენტს არ ესიამოვნა ეს პროტესტი და…ნუ იქ იყო ფრაზები „ჩემი კაი“ „ბიჭო ვისა ჩემი“ და ასე შემდეგ. პროტესტანტებისთვის ბანერების წართმევითა და არცთუ ისე მაღალი IQ –ს მქონე ხალხისთვის დამახასიათებელი გამოხტომებით ბლომად იყო გაჯერებული ეს დაპირსიპირება. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა გავრცელებული ვიდეოებიდან. როგორც ამბობენ ეს ცელქი ბიჭები თვითმმართველობის „ხალხი“ იყო. ძალიან სამწუხაროა ეს თუ მართლაც ასეა. არ ვაპირებ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ვლანძღო ბევრი მიზეზის გამო, არ მქონია მათთან შეხება და საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან და რას წარმოადგენენ, საერთოდ არ მისწავლია თსუ-ში და თავის დროზე მანდ არ ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი ის დომხალი იყო რაც 2006 წელს სუფევდა „ცოდნის ტაძარში“. ისიც ვიცი რომ ალბათ თვითმმართველობა არც აბსოლუტური ბოროტების განსახიერება არაა როგორც ბევრს უნდა რომ ის წარმოაჩინოს და არც სუპერ ეფექტური დაჯგუფება, რომელიც დღე და ღამე სტუდენტების ჭირ-ვარამზე ფიქრით იკლავს თავს. ეს უმეტესწილად არის ასპარეზი აქტიური ხალხისთვის რომლებსაც უნდათ ცხოვრებაში „რაღაცას“ მიაღწიონ ანუ უბრალოდ კარიერა აიწყონ. და ამ კარიერას საფუძველს სწორედ თვითმმართველობაში ყოფნისას უყრიან. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური სურვილი და მოვლენა რომელიც ნებისმიერი სტუდენტისთვისაა დამახასიათებელი გინდ ქართველი იყოს და გინდ ბელგიელი. აქედან გამომდინარე მათი მოპროტესტე სტუდენტებისადმი აგრესიას  შეიძლება რამოდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

პირველი – სტუდენტების ესეთი აქტივობა მათ კარიერისთვის საფუძვლის ჩაყრაში უშლის ხელს. რა თქმა უნდა ეს ასე არ უნდა იყოს მაგრამ თუ ეს ასეა მაშინ პრობლემა არა მხოლოდ თვითმმართველობაში არამედ ზოგადად არსებულ გარემოშია რომელიც ამ ხალხს არცთუ უსაფუძვლო აზრებით კვებავს, რომ შეიძლება მათ მომავალ კარიერას საფრთხე შეექმნას თუ ისინი სამართლიან ან თუნდაც უსამართლო მაგრამ კანონიერ ფარგლებში მოქცეულ პროტესტს არა აგრესიულად მოეკიდებიან.

მეორე –  ისინი მართლაც ცდილობენ საქმე აკეთონ, ან კარგად აკეთებენ ან ცუდად მაგრამ ფაქტია რომ კრიტიკას პირად შეურაცხყოფასთან აიგივებენ და არაადეკვატურად აგრესიული რეაქცია აქვთ. ორივე შემთხვევაში თუნდაც სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი სრულიად უსაფუძვლო იყოს, ყველანაირად მიუღებელია. პირველი წესი ალბათ რაც ნორმალურმა ადამიანმა უნდა გაიაზროს არის ის რომ ძალადობას აქვს თავისი ადგილი და დრო. ძალადობა მხოლოდ იძულებითია და ალტერნატივის არ არსებობის შემთხვევაში უნდა გამოიყენო. ის რაც მოხდა ადრე საკითხავი მასალის თარგმანთან დაკავშირებით და უფრო მსუქბუქი ფორმებით მოხდა სწავლის დაწყების პირველ დღეს არის უბრალოდ მარაზმი. ის ვინც ასე იქცევა არ უნდა იყოს თვითმმართველობაში თუნდაც ის თავის საქმეს ხუთიანზე ასრულებდეს (რაშიც ეჭვი მეპარება).

ნიკო’ლა ჩამოდის !

ოო დიადი სარკო მაგარი ჩუვაკია. ის იმ საძმოს წევრია რომელმაც ჩვენი პრეზიდენტის თქმით რუსეთის აგრესია შეაჩერა. მიუხედავად ამისა სარკოზის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართველებს (უმეტესად ნაციონალების მხარდამჭერებს) უცნაური დამოკიდებულება აქვთ. მას აკრიტიკებენ იმის გამო რომ მან და მისმა წარმომადგენლებმა ერთი ორჯერ 6 პუნქტიანი ხელშეკრულება შესრულებურად გამოაცხადეს. დიახ. ჩვენ ქართველები საფრანგეთის პრეზიდენტს ვაკრიტიკებთ იმის გამო რომ მან ჩვენი გასაკეთებელი საქმე არ გააკეთა და რუსეთის არმია უკან არ გააბრუნა ვაკრიტიკებთ იმის გამო რაც წესით ჩვენი მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. კარგი ბატონო გასაგებია ვთქვათ და სარკოზი მართლაც გასაკრიტიკებელია, მაგრამ ნამუსიც კარგი საქონელია რა.  რატომ არ ვაკრიტიკებთ ჯერ მიშას და მერე ნიკოლას ? ბოდიში და ჩვენ თუ თავი არ გვაქვს იმის რომ ხელი არ მოვაწეროთ ხელშეკრულებას რომელშიც ვიცით რომ თითქმის შეუსრულებელი პირობები დევს სხვას რატომ ვთხოვთ პასუხს ??? უი სარკომ და საფრანგეთმა მოგვატყუეს ??? მემგონი ჩვენ თვითონვე მოვიტყუეთ თავი როდესაც გვეგონა რომ ამ ხელშეკრულებას რუსეთი შეასრულებდა. არადა მანამდე ყველა ხელსაყრელ მომენტში გავყვიროდით რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულებებს არასდროს იცავსო. თუმცა სხვა გამოსავალიც არ იყო ან მოაწერ ხელს ან არადა კარგად მეყოლე… მაგრამ ხალხისა და რაც უფრო საშინელია მთავრობის მხირდან საკუთარი თავის მოტყუებაა იმ ილუზიის შექმნა თითქოს შეთანხმებას ხელი იმიტომ კი არ მოვაწერეთ რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვქონდა და ომი წავაგეთ არამედ იმიტომ რომ მართლა გვეგონა თითქოს მასში გაწერილი პირობები შესრულდებოდა. ისე კი მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს ნეტავ ამჯერადაც დავარქმევთ უცხო ქვეყნის პრეზიდენტის სახელს ქუჩას ? ბუშის ქუჩა გვაქვს უკვე. ეხლა რა გველის ? სარკოზის ჩიხი ? იქნებ კუკიას სასაფლოს გადავარქვათ სახელი ? ან გე-პე-ი-ს რომელიმე კორპუსს ყველაზე მყრალ მიწისქვეშა გადასასვლელთან რომაა. მაგარი იქნება.

In Bidzina We trust!

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მიდისოოოო. მემგონი საქართველოში უნდა მივიღოთ კანონი რომელიც პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პარლამენტში შესვლას აუკრძალავს ყველას ვისაც მინიმუმ პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი არ ექნება. მერე ნახეთ თქვენ რა ეფექტური საკანონმდებლო ორგანო გვეყოლება. სადღაც 10 მდე დეპუტატი, პარლამენტის შენობასაც გავყიდით კაი ფასად ( კავკასიაში ყველაზე დიდი მაკდონალდსი გავხსნათ ან რამე ეგეთი) და სხდომები ჩავატაროთ „ელ-დეპოში“ ანდაც „შემოიხედე გენაცვალეში“. ხარჯებიც შემცირდება. ვიღაცა იტყვის კი მარა 10 კაცი როგორ აუვა იმ უაააააამრავი კანონპროექტის ისე დეტალურად განხილვას რომლებსაც ეხლა ჩვენი მარად ნათელი კარავი აუდისო ??? მეგობრებო, კანონპროექტისთვის ხელის მოწერას არაფერი უნდა ! სხვისი ბარათებით ხმის მიცემას კიდევ უფრო ნაკლები გამძლეობა სჭირდება ! ჰა ჰა მაქსიმუმ 5 წუთი გაგრძელდეს ეს რუტინული და ყოვლად არასაჭირო ბიუროკრატიული პროცედურა. ისე სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს წარმოდგენა არ მაქვს რა პიროვნებაა ბიძინა ივანიშვილი, მხოლოდ ის ვიცი რომ ბევრი ფული აქვს და ბევრ ხალხს უპატრონა საჩხერესა და ჭორვილში. ადრე, პატარა რომ ვიყავი ერთი საინტერესო დაკვირვება გამიზიარა ჭკვიანმა კაცმა. ამერიკაში პოლიტიკაში მას შემდეგ მოდიანო რაც ფული უკვე ნაშოვნი აქვთო, ჩვენთან კიდევ პოლიტიკით შოულობენ ფულსო, ბიძინას დოლარები აქვს იცოცხლეთ… მაშინ მარტივი კითხვა მაქვს რა ჯანდაბა უნდა პოლიტიკაში თუ ფული უკვე აქვს ? მოკლედ სამი ვარიანტია. ან ბიძინა ივანიშვილი თვლის რომ მას ფული უკვე აქვს და ახლა ძალაუფლება მოსწყურდა (რაც ფულის ქონას მემგონი ისედაც თან ახლავს) ან ყველაფერი აქვს რაც უნდა და საკუთარი უმეცრებით იმაში ეხვევა რაც ბოლომდე არ ესმის (რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არ ტოვებდა არასდროს ექსცენტრიული პიროვნების შთაბეჭდილებას) და მესამე ბიძინამ ყველაფერი იცის, ყველაფერი გათვლილი აქვს და მალე ჩვენც ყველაფერს გავიგებთ! ისე კი ქვეყანაში სადაც იგორ გიორგაძის 10 ლარს დახამებული ხალხი იტალიის დროშებითა (დღემდე არ მესმის რატომ დაათრევდნენ ყველგან იტალიის დროშას) და პანტელემიონ გიორგაძის ვან გოგის სტილში შესრულებული პორტრეტებით დარბოდა არ გაგვიკვირდეს თუ სადმე ხალხის უზარმაზარ მასას წააწყდებით მწვანე ფერის ბანერებით წარწერით: In Bidzina We Trust !

„ჩუჟოები“ თუ „ხიშნიკები“ ?

უცხოპლანეტელები მოდიანო მავანნი ამბობენ. ნეტა როგორები იქნებიან ? ომზე და მეომრებზე გაგიჟებული მახინჯი ჰუმანოიდები თუ პარაზიტი უზარმაზარი მონსტრები კვერცხებს ადამიანის ორგანიზმში რომ დებენ? და საერთოდაც რომ ჩამოვლენ რა მოგვივა ჩვენ?  ალბათ ზუსტად ეს კითხვა აწუხებდა იმ სამ მეცნიერს, რომლებმაც სრული სერიოზულობით იმუშავეს და ჟურნალ Acta Austronautica-შიც კი გამოაქვეყნეს სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით „Would Contact with Extraterrestrials Benefit or Harm Humanity? A Scenario Analysis“.  მეცნიერთაგანი ერთ-ერთი  შონ დომგალ-გოლდმანი (Shawn D. Domgal-Goldman) NASA-ში პლანეტარული მეცნიერების განყოფილებაში მუშაობს და როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად უდგება საკუთარ სამსახურს. გასაგებია რომ  ბევრისთვის სასაცილოა ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია რომ ოდესღაც ვიღაცისთვის თვითმფრინავის იდეაც და მთვარეზე გაფრენაც სასაცილო იყო. ასე რომ მე მაინც წავიკითხე ეს ნაშრომი და….მივხვდი იმას რომ თურმე უცხოები მწვანეთა პარტიის „პრადვინუტი“ წევრები არიან. ზოგადად უცხოპლანეტელების შესაძლო გავლენა სამ კატეგორიად აქვთ დაყოფილი, ჩვენთვის სასარგებლო, ნეიტრალური და საზიანო. ამ უკანასკნელში კი პირდაპირ ყოველგვარი მომზადებისა და გაფრთხილების გარეშე მოურიდებლად წერია რომ ჩვენნაირი ბუნჩულა არსებები შეიძლება უბრალოდ შეჭამონ.  აი ეგრე რაა. შეგვჭამონ. წარმოიდგინეთ უცხოპლანეტელთა რასა რომელსაც პახმელიაზე გამოსასვლელად კაი „ზაკუსონი“ სჭირდება. ეს „ზაკუსონი“ კი ჩვენ ვართ. ან უარესი მურტალოს თქმის არ იყოს შეიძლება პირდაპირი გაგებით ჩვენი გადახსნილი ვენებიდან სისხლი დალიონ. არის კიდევ რამოდენიმე ვარიანტი რომ, უბრალოდ მონებად წაგვიყვანენ (უფრო გასართობად როგორც ჩვენ ზოოპარკში ცხოველები გვყავს), ან რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების გამო დაგვესხმებიან თავს ან უბრალოდ პრევენციულ დარტყმას მოგვაყენებენ რასაც საფუძვლად შეიძლება ჩვენი დაუდევრობის გამო ატმოსფეროში მომხდარი ცვლილებები დაედოს. ანუ რადგან ზოგადად კაცობრიობა საკმაოდ აგრესიული, უყურადღებო და ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებით გამოირჩევა დედა ბუნების მიმართ შეიძლება უბრალოდ ბოლო მოგვიღონ. ასევე არსებობს დაავადებათა გავრცელების საშიშროებაც. პარალელი რომ გავავლოთ უცხოპლანეტელებსა და ესპანელ კონკისტადორებს შორის რომელთა ერთი შეხედვით უწყინარმა ავადმყოფობებმა უამრავი ინდიელი იმსხვერპლა. ასე რომ ძვირფასებო გაუფრთხილდით ბუნებას რადგან თუ ეგენი მართლა ჩამოვიდნენ, აღარც სარკოზი გვეხსომება, აღარც ბიძინა ივანიშვილი და მით უმეტეს აღარც თსუ-ს თვითმმართველობა.

რეალური საქართველო

……როგორია რეალური საქართველო? კარგი თუ ცუდი? ლამაზი თუ მახინჯი? როგორები ვართ ქართველები? მამაცები თუ მხდალები? ტოლერანტი შემწყნარებლები თუ შოვინისტი აგრესორები? რა არის საქართველო? ქრისტიანული სიყვარულის აკვანი თუ ფარისეველი ფუნდამენტალისტი ბარბაროსების სავანე?.. ვინმე ჭკვიანი გამოხტება და მეტყვის რომ არც ერთი და არც მეორე. რომ სადღაც შუაში ვართ გაჩხერილები როგორც ყველა, რომ არც ძალიან ცუდები ვართ არც ძალიან კარგები და რომ ზოგადად ერების ავკარგიანობაზე საუბარი სისულელეა რადგან არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები არამედ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. გამოხტება და ალბათ მართალიც იქნება მაგრამ…. არც მთლად მასეა საქმე.

დღესდღეობით ხშირად მესმის ხელისუფლების კრიტიკა. ზოგჯერ სამართლიანი ზოგჯერაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და უსამართლო. თუმცა ეს არაა ის რაც მაწუხებს. ამ ბოლო დროს მარტივი დასკვნა გამოვიტანე. ქართველ ხალხს აქვს თანდაყოლილი შეგრძნება იმისა რომ ის საკუთარ ხელისუფლებაზე უკეთესია და უფრო მეტს იმსახურებს. იყო პერიოდი როდესაც მეც ასე ვფიქრობდი. ხო მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები იმის შესახებ რომ არც ერთი ერი არაა იმ ხელისუფლებაზე უკეთესის ღირსი ვიდრე თავად დაუმკვიდრებია. მაშინ რატომ ჰგონია ქართველ ერს რომ ის სააკაშვილის მთავრობაზე უკეთესის ღირსია? ვითომ იმიტომ რომ თითქოს გრძნობს ეს მთავრობა მისი დამკვიდრებული არაა??? აბსოლუტური აბსურდია ის ორღობული ინსინუაციები რომ ამერიკელებმა დაგვისვეს მიშა და ასე შემდეგ. ჯერ არსად არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე რომ ხელისუფლებაში მოსულიყოს მთავრობა რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მაინც არ ჰქონოდა. აიღეთ თუნდაც უკრაინა, სადაც იუშენკო იგივენაირი რევოლუციით მოვიდა მაგრამ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, აიღეთ ყირგიზეთი სადაც იგივე განმეორდა, აიღეთ ბელორუსია სადაც რევოლუციამდეც კი არ მისულა საქმე. აიღეთ თუნდაც საქართველო. შევარდნაძესაც ჰქონდა მხარდაჭერა მანამ სანამ ის გადააყენეს. მხოლოდ ამ გადაყენების მომენტში გამოჩნდა ის რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე KGB-ს აგენტებით გაჯერებული მინისტრთა კაბინეტი და კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მოქცეული პარლამენტი და ცუციკი პოლიცია იყო. ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ რევოლუციით მოსული ძალა თუ მას სათანადო ზურგი და მხარდაჭერა არ აქვს დიდ ხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა გამოწვეულია წინა მთავრობის დაბალი პოპულარობით, ზოგჯერ კი თავად ახალი პოლიტიკური ძალის კარგი იმიჯით. ნაციონალების შემთხვევაში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს იდეალურად შეერწყა, წინა მთავრობა სრულიად დისკრედიტირებული იყო ახალი პოლიტიკური ძალა კი მის ფონზე ენერგიულ და იდეალურ ალტერნატივად მოსჩანდა. და ეს მართლაც ასე იყო. 90 იანებში შევარდნაძის მთავრობა იყო ერის სახე. იმ ერის სახე რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკუთარი ქვეყანა გაძარცვა, ჯართად გაიტანა და დაახურდავა, დემოკრატიული ფასეულობების მაგივრად კი კვაზი პოსტ კომუნისტური კორუფციული ურთიერთობები აქცია სახელმწიფოს საფუძვლად. გამოხტება კიდევ ვინმე და იტყვის ხალხმა კი არა ხელისუფლებამ, ნომეკლატურამ და ისევ ყოფილმა კომუნისტებმა დააქციეს ქვეყანაო იტყვის. კი ბატონო ვთქვათ და ასე იყო მაგრამ რატომ მოხდა ეს ჩვენთან და არ მოხდა ბალტიისპირეთის ანაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში? რომლებიც რაღაც პერიოდი დემოკრატიულად არჩეული კომუნისტური მთავრობის პირობებში სწრაფად ახორციელებდნენ რეფორმებს და ზუსტად 13 წელიწადში ნატოსა და ევროკავშირში შეჯლიგინდნენ. რატომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი ნაძირალა კომუნისტებიც კი ლატვიელ, ესტონელ და ლიტველ კომუნისტებზე უფრო საზიზღრები აღმოჩნდენ?….თუ გვგონია რომ ქართველი კომუნისტები ერის ნაწილი არ იყვნენ ????…. KGB მუშაობდაო ვიღაც იტყვის. კი მაგრამ ვისი ხელით მუშაობდა? ისევ ქართველების….რაც კი ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარა საქართველოში ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი იყო კანონზომიერი. ყველაფერი რაც მომხდარა იყო ჩვენი მამების, ბაბუების, ძმების, ბიძების, მეგობრებისა და მეზობლების აქტიური თუ პასიური მოქმედებებით გამოწვეული და განპირობებული. სამწუხაროა მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ქვეყანა საშინელ დღეში ჩავარდეს ჭკვიანთა ნერვების მომშლელი პასიურობისა და სულელების ასევე ჭკუიდან გადამყვანი ჰიპერაქტიურობის გამო. საქართველო არის ქვეყანა სადაც ცბიერმა აქტირუმა ჯაყოებმა ისარგებლეს განათლებული „ინტელექტუალების“ პასიურობით ან ამორალურობით და მოსახლეობის უმწეო გაუნათლებელ ნაწილს ნამუსი ახადეს. და ტრაგედია ისაა რომ ეს სამივე ‘კლასი’ ქართველმა ერმა შობა.

მაგრამ ვინ იცის იქნებ ვაჭარბებ კიდეც. დღეს საბედნიეროდ სიტუაცია შეცვლილია. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულება მაქვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი. ცუდსაც ვხედავ და კარგსაც, ავად თუ კარგად მესმის რა ხდება ქვეყანაში, იმასაც ვხვდები რომ საქმე იდეალურისგან შორსაა, მაგრამ თუკი ვინმე „მიშა წადის !“ ყვირილს დაიწყებს და სათავეში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლას მოითხოვს მას მხოლოდ ერთ მოთხოვნას წავუყენებ: დამიმტკიცოს რომ საქართველოს მოსახლეობა იმაზე უკეთესს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციასა და ჯარს იმსახურებს ვიდრე დღეს ჰყავს. ძალიან მინდა მოვისმინო ერთი თუნდაც დილეტანტურ დონეზე არგუმენტირებული პასუხი…..და ასეთის მოსმენის შემთხვევაში გავჩუმდები. გამიხარდება კიდეც რომ თურმე მე ვცდებოდი. და დავუბრუნდები იმ ნეტარ აზრს რომ ჩვენ მართლაც ანგელოზი ერი ვართ რომლის უბედურებებიც მისი გაუნათლებლობისა და გულგრილობის კი არა ფატალური უიღბლობის ბრალია.

90 იან წლებში, გაგანია ენერგო-ფინანსო-კულტურო კრიზისის დროს,  როდესაც სამწუხაროდ თბილისში ცოტა უფრო სხვა საკითხებით იყვნენ დაკავებულნი, მე მეორე არხის, ცოტა უფრო მოგვიანებით კი უკვე „კავკასიის“ მეშვეობით ვერთობოდი. დღევანდელი ‘აქუს’ ტელევიზიის შემყურე ალბათ ძნელად თუ დაიჯერებს ვინმე რომ ოდესღაც შეიძლება ის ბევრად უფრო უკეთესი და საინტერესო ყოფილიყო ვიდრე თუნდაც დღევანდელი „რუსთავი-2“ ან საზოგადოებრივი მაუწყებელი (ეს ჩემი სუბიექტური აზრია). The Beatles-ს, ABBA-ს, Sade-ს და Sting-საც სწორედ ამ არხზე მოვუსმინე პირველად. აქ გავიგე Queen-ის არსებობის შესახებ…არ ვიცოდი რატომ ეცვა იმ ულვაშებიან კაცს ქალის ტანსაცმელი, მაგრამ მუსიკა მომწონდა და სხვა დანარჩენი დიდად არც მაინტერსებდა. იმავე არხზე Pink-Floyd-ის The Wall-ის ყურებისას მქონდა პირველად შეხება ანიმაციის ბნელ, სერიოზულ მხარესთან. გენიალური ჯგუფის მუსიკით გაბრუებულმა, ხორც-საკეპი მანქანისკენ მწყობრად მიმავალი ნიღბიანი ბავშვებიც „კავკასიაზე“ ვნახე, Duran-Duran-ის სევდიანი სიმღერა Come Undone-იც აქ შემიყვარდა და დღემდე ვუსმენ. ბრძოლა წესების გარეშესაც ვუყურებდი. მიხაროდა როცა თეთრ კიმონოში გამოწყობილი პატარა ბრაზილიელი გრეისი დიდ მუტრუკებს მგუდავი,მხუთავი და კიდევ ათასი უბედურება ილეთით ამარცხებდა, აქ „ბუინობდნენ“ ღიპიან-ბლანჟიანი ტანკ ებოტი და რუსი ოლეგ ტაკტაროვი, ძმები კენ და ფრენკ შემროკები…. მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზისა და კარლ მელოუნის იუტა ჯაზის ფინალურ სერიასაც „კავკასიაზე“ ვუყურე, ხოლო ამ პერიოდში ნანახმა დევიდ ლინჩის Twin Peaks-მა ჩემს მაშინ ჯერ კიდევ ბავშვურ გონებაზე იმდენად ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა რომ ამას სიტყვებით ვერც აღვწერ.

ნუ მოკლედ ближе к делу….ამ დღეებში სადღაც ვნახე ვიდეო, ჯასტინ ბიბერის დაბადების დღის ზეიმის შესახებ. ნუ რა სიტყვებით შეამკეს ეს ვიდეო და მასში გამოჩენილი ბავშვები და არა-ბავშვები ამაზე No Comment. ზოგადად „ბიბერიზაცისაადმი“ მაქვს არაამქვეყნიურად უარყოფითი დამოკიდებულება მაგრამ მეორეს მხრივ გაჩნდა კითხვა რას ერჩით ბავშვებს. მეც დავფიქრდი მართლაც და რას ვერჩით ბავშვებს. სადღაც 5 თვეა საქართველოში არ ვარ და ქართული ტელევიზიის გენიალური რეპერტუარის გავლენის ქვეშ ყოფნა აღარ მიწევს, მაგრამ დავიჯერო ბევრი რამ შეიცვალა ? დამისახელეთ ერთი გადაცემა მაინც (წითელი ზონისა და აჭარის ტელევიზიაზე იყო  ერთი შეხედვით მოსაწყენი მაგრამ საინტერესო გადაცემა „ექსკლუზივი“-ს, რომელიც არ ვიცი კიდევ გადის თუ არა) რომელიც ადამიანის მუსიკალური ან კინო გემოვნების დახვეწაზე დადებით გავლენას ახდენს. შედით პირველი არხის საიტზე და დღის პროგრამა ნახეთ. რამე საინტერესოს თუ იპოვით  სილვენ ბაფის ჯაზ სექსტეტის კონცერტის გარდა მეც გამაგებინეთ.

ასეთ პირობებში რა არჩევანი აქვს ბავშვს ? ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი. საერთოდ ასეთი ტენდენცია არსებობს ტელევიზორს მაშინ უთმობ დიდ დროს როდესაც ინტერნეტი არ გაქვს ხოლო რადიოს მაშინ როდესაც ტელევიზორი არ გაქვს. რადიო აქედან ყველაზე არაპოპულარულია მემგონი. მე პირადად ვერ წარმომიდგენია დღეს რომელიმე ბავშვმა ინტერნეტსა და ტელევიზორს რადიო ამჯობინოს. (ასე რომც არ იყოს მემგონი დიდად არც იქ არის გადასარევი სიტუაცია განსაკუთრებით „არ დაიდარდოს“ გადამკიდე). ტელევიზიაზე უკვე ვთქვით, ხოლო ინტერნეტს რაც შეეხება….შედით Youtube-ზე და შეადარეთ ერთმანეთს High Hopes ვიდეოს მნახველების რაოდენობა Oh Baby-სას. 2 მილიონი 483 მილიონის წინააღმდეგ. არც ესაა კარგი არჩევანი რადგან ინტერნეტია სწორედ ბიბერის პოპულარობის პირველი მიზეზი. აქედან გამომდინარე თუ ბავშვს მუსიკაში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა არ მისცა მიმართულება მაშინ ის აქაც JB-ს ღრმააზროვანი ტექსტებით გაჯერებულ სიმღერებს წააწყდება, ან პორნოგრაფიას, ან Lady Gaga-ს რომელიც ორივე ზემოთხსენებულ თვისებას ითავსებს და ანვითარებს. აქ მიჩნდება უმარტივესი ლოგიკური კითხვა. თუ მე და ჩემი თაობის დიდმა ნაწილმა მოვახერხეთ უგაზობის, უშუქობის, უგზოობის, უკანონობის, უპერსპექტივობის და კიდევ ათასი უ-ობის დროს ავად თუ კარგად გემოვნება ჩამოგვეყალიბებინა, ნეტავ დღევანდელი თაობის გემოვნებაზე საზრუნავად იმაზე მეტი რესურსია საჭირო ვიდრე საწყალ „კავკასიას“ კიდევ უფრო საწყალ 90 იან წლებში ჰქონდა ?!?!?! ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია. მე კი ვფიქრობ რომ ადრე თუ ენერგო კრიზისი იყო და ამაზე ვთანხმდებით ყველანი, დღეს იდეების კრიზისია. გამოგველია. ან შეიძლება არც არასოდეს გვქონია.

როცა იდეები გამოგელევა....

ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი  ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს. ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება. ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო?  საააააად  ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….

წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.

რელიგია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.

პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.

დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.

სამხედრო სფერო:

საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი  სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

კულტურა:

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.

იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“

საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსულმა ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი უილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

სპორტი:

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.

დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….

ის  იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“  სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????……..