Category: About Myself


ბოლოა. სულ ბოლო.

Spoiler Alert ტექსტში არსებული პათეტიკური პათოსის (Double P) დოზა აჭარბებს დაშვებულ ნორმებს.

ადამიანი საკუთარი სევდის ანარეკლია. სევდა კი ინდივიდუალური რამაა. ყველას საკუთარი სევდა აქვს ზოგს ფერადი ზოგსაც უფერული, ზოგის სევდა ჩიტია ზოგის კი დამპალი ღორი. ზოგს სევდა ძალას აცლის (მხოლოდ სასხლეტზე გამოკვრისთვის საჭირო რაოდენობის ენერგიას უტოვებს) ზოგს ძალას აძლევს, ზოგს კი სახეს ახევს. ისე ადამიანები ერთმანეთს ბევრი რაღაცის მიხედვით ვყოფთ და ვყოფდით. კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური იდეოლოგიის და თქვენ წარმოიდგინეთ ასო-ბგერა ლ-ს წარმოთქმის უნარის მიხედვითაც კი (სუფთა თბილისურ-გრუზინულია). მე კი ამიერიდან სევდის მიხედვით ვაპირებ. სევდის გასწვრივ, გაყოლებით თუ როგორცაა არ ვიცი, ეს უკვე გეომეტრიის ამბებია. ეს სისტემური მიდგომა ოდანვ დაუხვეწავია, რადგან მხოლოდ ორ კატეგორიას მოიცავს (მათ ვინც სევდას არ კლავს და მათ ვინც კლავს) თუმცა ერთ-ორ წელიწადში უფრო ყოვლისმომცველ ტიპოლოგიასაც შევიმუშავებ. ამ მომენტისთვის კი მხოლოდ ის ვიცი, რომ მაგარი ბიჭები სევდასთან ძმაკაცობენ როგორც ნარკომანები წამალთან. მაგარ ბიჭებს ეგონათ და კიდევ დიდხანს ეგონებათ რომ როცა სევდა კვდება ადამიანიც კვდება, რომ სევდას ვერ მოკლავ და თუ ვერ მოკლავ მაშინ უნდა ეძმაკაცო. უფრო მაგარი ბიჭები კი მიხვდნენ რომ მარადიული არაფერი არაა, მათ შორის არც სევდა. სევდაც კვდება. ტკივილი კლავს. დაახლოებით ისე როგორც დანტისტი ნერვს. მე მაგარ ბიჭებზე უფრო მაგარი ბიჭი ვარ (ქედმაღლობაში ნუ ჩამითვლით…თუმცა ჩამითვალეთ ამ ჩემს ფეხებს). დღეს დიდი დღე იყო. მე დღეს ჩემი სევდა მოვკალი. ყელი ისე გამოვჭერი ხელიც კი არ ამკანკალებია. ასე რომ მაგარ ბიჭებზე უფრო მაგარო ბიჭებო თქვენც მოკალით მაგის დედაც მოვტყან !!!!

 

Bluebird 

 

There’s a bluebird in my heart that wants to get out

but I’m too tough for him,

I say, stay in there, I’m not going to let anybody see you.

there’s a bluebird in my heart that wants to get out

but I pour whiskey on him and inhale cigarette smoke

and the whores and the bartenders and the grocery clerks never know that he’s in there.

there’s a bluebird in my heart that wants to get out

but I’m too tough for him,

I say, stay down, do you want to mess me up?

you want to screw up the works?

you want to blow my book sales in Europe?

there’s a bluebird in my heart that wants to get out but I’m too clever,

I only let him out at night sometimes when everybody’s asleep.

I say, I know that you’re there, so don’t be sad.

then I put him back,

but he’s singing a little in there,

I haven’t quite let him die

and we sleep together like that

with our secret pact

and it’s nice enough to make a man weep,  but I don’t weep…

do you?

Advertisements

მოწყენილობამ დამრია ხელი ასეთ დროს კი ყველაზე მეტად წერაა სასიამოვნო. ადრე საშინლად ბანალურ და უაზრო პატარ-პატარა მოთხრობებს ვწერდი ხოლმე ჩემს მრავალტანჯულ რვეულებში რომლებსაც ახლა თვალს რომ ვავლებ უხერხულობისგან და სირცხვილისგან ადგილს ვერ ვპოულობ. მადლობა ღმერთს შევეშვი ეგეთებს. გავიზარდე. ამა წლის ივლისში, სანამ ცივი ბელგიური ზაფხული სულ საერთოდ ბოლოს მომიღებდა და ისედაც დაძაბულ ნერვებს გამიწყვეტდა გადავწყვიტე პრაღაში წავსულიყავი. ნუ რა თქმა უნდა ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ეს ჩემი სურვილიც არ ყოფილა ჰაერიდან ჩამოთრეული მაგრამ ამ სათუთ თემას ახლა არ შევეხები. და საერთოდაც ზაფხული ალბათ გადაჭარბებული ნათქვამია სულ სადღაც ცხრა დღე გავატარე ამ მართლაც რომ ლამაზ ქალაქში. მოკლედ რაღაც გარემოებების გამო ივლისის 15-ის მაგივრად 13-ში დაჩქარებული ტემპებით ვიყიდე ბილეთი დავჯავშნე ჰოსტელის ნომერი და გავემართე ამ ღირსშესანიშნავი ქალაქისკენ რომელზეც ბავშვობაში დედაჩემისგან უამრავი რამ მსმენოდა. რატომღაც პრაღაზე ყოველთვის დედაჩემი მახსენდებოდა (ამ ვიზიტის შემდეგ პრაღა ჩემთვის უპირველესად განთიადსა და წვიმასთან ასოცირდება) და თვალწინ მიდგებოდა სცენა საჭმლის კეთებისას თუ როგორ საყვრალად მიყვება რა ლამაზია პრაღა და ბუდაპეშტი. ეს ორი ქალაქი განუყოფელი იყო, სადაც პრაღას ახსენებდა იქ ყოველთვის ბუდაპეშტს მოაყოლებდა ხოლმე სადღაც იქვე კი ვარშავაზეც ან კრაკოვზეც იტყოდა ერთ ორ სიტყვას. მე კი იმდენად ცუდი შვილი ვარ რომ სუვენირიც კი არ მიყიდია დედაჩემისთვის….ტიპური უმადური ვაჟი ვარ რა…. ნუ მოკლედ, მეც დავადე თავი და წავედი ჩეხეთში. ფრენამ საკმაოდ კარგად ჩაიარა აეროპორტში ფული გადავახურდავე, ევროებს შეველიე და ჩეხურ კრონებს შევეგებე. გაგებაში არ ვიყავი საით უნდა წავსულიყავი ამიტომ უბრალოდ ინტუიციას მივენდე პირველივე გამოჩენილ ავტობუსში ავვარდი სადაც ხანში შესული ბრიტანელი მამაკაცის გვერდით აღმოვჩნდი. საბედნიეროდ ინტუიციამ არ მიღალატა და ავტობუსმა დეჟვიცკა თუ დეჟვიჩკას (Dejvicka) მეტროს სადგურთან მომიყვანა. ჩემს გვერდით მჯდომმა ბაბუმ საუბარი გამიბა და ჩემი ქართველობის ამბავი რომ გაიგო სტალინს სულ Mass Murderer უძახა და თან რატომღაც მომახარა მე მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარო. ეს ორი მოვლენა რა კავშირში იყო ერთმანეთთან არ ვიცი ალბათ მანჩესტერელებიც და სტალინიც წითლები იყვნენ და არიან. ერთადერთი ესაა მემგონი…მოკლედ რაღაცნაირად საყვარელი ბაბუ იყო რომელსაც ეტყობა მარტოობის ქარი თუ გადმოაგდებდა პრაღაში. თანაც მესამედ ვარო რაღაც სევდიანად მითხრა საუბრის წამოწყებასაც თვითონ ცდილობდა მაგრამ ჩემდა სამარცხვინოდ ძალიან დაღლილი ვიყავი და დიდ ყურადღებას არც ვაქცევდი. მოკლედ ბოლოსკენ თავაზიანად დამემშვიდობა და სასიამოვნო კვირის გატარებაც მისურვა განუმეორებელი ბრიტანული აქცენტით. ამის შემდეგ ოფიციალურად დაიწყო ჩემი პირველი დღე პრაღაში. ჯერ მეტროში უბილეთოდ ვიმგზავრე (რაც შემდეგში რამოდენიმეჯერ გავიმეორე…სტუდენტური ცხოვრება ასეთია მეგობრებო). თავიდან მინდოდა ყიდვა მაგრამ ისე უპრაგონოდ მიდი მოდიოდნენ მგზავრები რომ მეც გადავწყვიტე ასე თავხედურად გამენავარდებინა. მერე მოშიებიულმა სავაჭრო ცენტრში ამოვყავი თავი სადაც ნახევრად შიშველ ჩეხ მოდელებს რაღაც ფოტოსესია ჰქონდათ. ჭამა და ბიკინიანი გოგოები ვერაფერს იტყვი ბრწყინვალე დასაწყისი იყო ! გრძელი ქერა და წაბლისფერი თმები…..და კიდევ უფრო გრძელი ფეხები. რაც მთავარია არანაირი სიგამხდრე ! საცუარო კოსტუმებში გამოწყობილი ჯიშიანი, ფერ-ხორციანი ჩეხი გოგოები კარიბის კამკამა ზღვის ხელოვნური პეიზაჟის ფონზე პოზირებდნენ. შეიძლება ითქვას რომ თხუთმეწუთიანი ლანჩი ერთსაათიან ხორცის ზეიმად ვაქციე. და ამის გამო არც მრცხვენია ! არ მჯერა რომ ასეთ სანახაობაზე რომელიმე ჯანსაღი და თანაც მშიერი მამაკაცი უარს იტყოდა. ნამეტნავად ახალგაზრდები, ლამაზები და მხიარულები იყვნენ თანაც დაღლილ დაქანცული დადებით ენერგიას ვიმსახურებდი მემგონი. მოკლედ კუჭსაც მოვუარე და თვალსაც წყალი დავალევინე, შემდეგ კი ჰოსტელის საძებნელად წავედი რომელსაც რუსულ-ინგლისურის გამოყენებით დიდის წვალებით მივაგენი. ადგილზე მისულს საკმაოდ კომფორტული სასტუმრო დამხვდა სადაც რუსი 40-45 წლის ქალი აგვარებდა რეგისტრაციის დეტალებს. პასპორტი რომ გავუწოდე ოდნავ შეცბა ალბათ ქართველობის ამბავში მაგრამ როცა მე თვითონ ნორმალური რუსულით დაველაპარაკე საკმაოდ თბილად მიპასუხა და ჩემი იქ ყოფნის განმავლობაშიც ზედმეტად თბილადაც მექცეოდა „არ მეგონა ასეთ ახალგაზრდა ბიჭს რუსული ასე თუ გეცოდინებოდაო“ მოკლედ შემაქო, ცოტათი გამეპრანჭა (არადა სადღაც 10-15 წლით ჩემზე უფროსი იქნებოდა) და ოთახის გასაღებიც გადმომცა. ნომერი საკმაოდ იაფი იყო მაგრამ საშხაპით და კომფორტული ლოგინით. ოღონდ სიიაფის გამო ორ პერსონაზე იყო გათვლილი და მეც მეზობლად ვიღაც ჩეხი უკბილო კაცი მერგო რომელიც არც რუსულად ბაასობდა და მით უმეტეს არც ინგლისურად უკიდებდა ენას, სულ სადღაც იყო გასული და მხოლოდ ერთხელ შევაწუხე როდესაც ძალიან გვიან ღამით დაბრუნებულმა და ემოციურ-მენტალურად გადაღლილმა კარები შინგიდან ჩავკეტე და გასაღებიც იქვე ჩავტოვე. მეორე დილით წესით ვენაში უნდა წავსულიყავი მაგრამ ღამით გადავიფიქრე და კარგად გამოძინება ვარჩიე. დილისკენ დაბრუნებულმა კარები რომ ვერ გააღო ბრახუნი ატეხა მე კი ისე ღრმად მეძინა რომ კარგა ხნის განმავლობაში ყურიც არ შემიბერტყავს. ბოლოს რომ შემოვუშვი და გულწრფელად შეწუხებულმა მისთვის გაუგებარ ენაზე ბოდიშიც მოვუხადე, ისე უბოროტოდ, ყოველგვარი გაკიცხვის გარეშე გამიღიმა, რომ მეც კი გამიკვირდა. ნამეტნავად გამახარა ამ უკბილო ბებრულმა მაგრამ რაღაცნაირმა კეთილმა ღიმილმა. ნუ მოკლედ დიადი პრაღა და მე ! როგორი იყო ეს ნაქები ქალაქი ? პირდაპირ ვამბობ ძალიან მომეწონა. ოდნავ ცივი და ტურისტებით გადატვირთული მეჩვენა მაგრამ რაღაცნაირი გარემო იყო შექმნილი რომელიც ოდნავ გაურკვეველ მაგრამ სასიამოვნო გრძნობებს იწვევდა. საერთოდ მოგზაურობის დიდი მოყვარული არ ვარ. ვერანაირი შენობა, რაც არ უნდა ძველი და ისტორიული წარსული ჰქონდეს იყოს ვერ მაიძულებს მის სანახავად წავიდე ცხრა მთას იქით. მაგრამ პრაღის შემთხვევაში გამონაკლისი დავუშვი და ღირსშესანიშნაობების თვალიერებას დავეძალე. ზოგადად ქალაქის გარემოში განსაკუთრებით ღამის განათებამ მომხიბლა რომელიც შეიძლება ითქვას რომ არ იყო ისეთი ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი როგორიც თბილისში. მაღლობზე შემდგარი ციხესიმაგრის, ძველი ებრაული სინაგოგის, მოცეკვავე სახლების, ცნობილი Charles Bridge – ს, ფრანც კაფკას მუზეუმის, ასტრონომიული საათის, ნაციონალური მუზეუმის, ლენონის კედლისა და ულამაზესი ვოიანოვის ბაღის (მემგონი ჩეხები რაღაც შუალედს იჭერენ ვოიანოვსა და ვოჯანოვს შორის, Vojanovy sady) დასათვალიერებლად სადღაც სამი დღე დამჭირდა. მოკლედ არ ვაპირებ დაწვრილებით აღვწერო ყველაფერი ზედმეტად მოსაწყენი გამომივა მემგონი მაგრამ ჩემი ბოლო პრაღული დღე მაინც განსაკუთრებული იყო თუმცა მანამდე იყო ერთი მომენტი როდესაც გვიანი ღამისა და ადრეული დილის მიჯნაზე სასტუმროსკენ მიმავალმა შეცდომით პრაღის სადღაც გადაკარგულ ნაწილში ტრამვაის მეშვეობით ამოვყავი თავი. საერთოდ ბუნების რომანტიულად აღწერა დიდად არ გამომდის მაგრამ იმ მომენტში ახლად ამოსული მზით სტაფილოსფრად განათებული ცა იმდენად ლამაზი იყო რომ ჩემს უსაშველოდ ცუდ ხასიათსაც კი უშველა და ჩემნაირი უხიაგი ტიპიც კი შეარბილა. ამ პეიზაჟის ნახვით მიერ გამოწვეულმა გრძნობამ ჩემს უძილობასაც აჯობა და დაღლილობასაც, ოდნავ ენერგიითაც ამავსო და რატომღაც დიდი ხნის განმავლობაში პირველად საუბრის საღერღელი ამიშალა. მოკლედ დაცვის ჯებირი გაარღვია როგორც იტყვიან, მზად ვიყავი ჩემი უგრძნობობა დამევიწყებინა და ცოტა ხნით მაინც ვყოფილიყავი დაუცველი თუ შეიძლება ასე ითქვას. უცნაური ისაა რომ ასეთი რამ ჯერ არც ერთი ადამიანის გამო არ მიგრძვნია და ბანალურმა მზის ამოსვლის სცენამ უცებ განმაიარაღა. სწორედ ამიტომ ამიერიდან პრაღის გახსენებაზე ყოველთვის განთიადი მიდგება თვალწინ და ახლა კი რაც შეეხება წვიმას. ეს მონაკვეთი შესვენების გარეშე უცებ არის წასაკითხი რადგან ეს მოვლენები ძალიან სწრაფად დაახლოებით სულ 3 საათში ჩაეტია. მოხდა ისე რომ საკუთარი სისულელით სადღაც პარკში თუ ტყეში დასლევად ამოვყავი თავი. სამი თუ ოთხი საათი მქონდა ფრენამდე დარჩენილი და როცა გავიაზრე თუ რა სულელურად ვკარგავდი დროს თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი აეროპორტისკენ. დაახლოებით ნახევარი საათი კოკისპირულ წვიმაში ვირბინე, მთვრალ პრაღელ „ჩუვაკებთან“ ერთად გულმოდგინედ ვარკვევდი ღამის 12 საათზე რა მიდიოდა აეროპორტში, წელს ზევით შიშველი ვიჯექი ჯერ ავტობუსში შემდეგ კი ტრამვაიში სადაც თავდავიწყებით მოზასავე გერმანულ-პერუულ შეყვარებული წყვილის გაცნობაც მოვახერხე, შემდეგ ერთი საათი უშედეგოდ ველოდებოდი აეროპორტისკენ მიმავალ მისტიურ სპეციალურ ავტობუსს რომელიც არა და არ მოვიდა, საკუთარ თავზე უზომოდ გაბრაზებულმა გემრიელად გამოვლანძღე ჩემი თავი, რაღაც ნახალოვკელი ტაქსისტის პრაღული ანალოგის მანქანაში ამოვყავი თავი და უსირცხვილოდ Tip – იც კი არ დავუტოვე. აეროპორტში ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ადვილად მოვახერხე 30 წლის მილანში მიმავალი კორეელი მასწავლებელისთვის მარილიანი ჩიფსების ძალით ჭმევა, მისთვის ქალებთან ურთიერთობაზე ლექციის წაკითხვა შემდეგ კი სურათის გადაღებაც. ბოლოს კი არაამქვეყნიურად უგემურ აეროპორტის სენდვიჩსაც შევექციე და ორი Random ესპანელი გოგოს გაცნობითა და ასევე საზიზღარი ყავის დალევით გამოწვეული გამაღიზიანებელი, მაგრამ მათი თქმით Сute ანუ საყვარელი ჰიპერაქტიურობით დავასრულე ჩემი პრაღული ეპოპეა რომლის შესახებაც წერა უსაქმურობამ გადამაწყვეტინა. არადა სინამდვილეში საქმეებს რა დალევს. ნეტავ მართლა უსაქმური ვიყო…………

………

არის მომენტები როდესაც ადამიანს ან ბედნიერების აუხსნელი მაგრამ ყოვლისმომცველი გრძნობა ეუფლება ან პირიქით უმიზეზოდ ისეთ ხასიათზე დგება რომ ჯობია ახლოს არ გაეკარო. იმას რომ დღეს პირველ შემთხვევასთან მაქვს საქმე ბევრ რამეს ან შეიძლება ვინმესაც კი უნდა ვუმადლოდე მაგრამ არის ის რაც ყოველთვის განსაკუთრებულ ხასიათზე მაყენებს ყოველთვის და ყველგან. მუსიკა. განსაკუთრებული ხასიათი ყოველთვის კარგ ხასიათზე ყოფნას არ ნიშნავს რა თქმა უნდა და ამის დასტურად ეს ორად ორი კომპოზიციაც კი გამოდგება რომლებმაც ბავშვობა გამახსენეს და რაც მთავარია უცნაურ ხასიათზეც დამაყენეს.

ვინ ვარ მე ? ჩემი სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეტყვით. არა, არც უილ სმიტი ვარ რომელმაც რატომღაც ქართული ბლოგის გაკეთება გადაწყვიტა და არც საკუთარ თავზე მაქვს დიდი წარმოდგენა. ვარ სტუდენტი. ვსწავლობ ბელგიაში და დაახლოებით ერთი წელია ბლოგის გაკეთება მინდა, მაგრამ აქამდე სიზარმაცის გამო თავი ვერ მოვაბი. ახლა კი უცებ გადავწყვიტე ეს საშვილიშვილო საქმე დამეწყო და დამესრულებინა. ახლა კი რაც შეეხება, როგორც ქართველი ჟურნალისტები იტყოდნენ პოსტის პროვოკაციულ სათაურს.  Leuven (ადგილი სადაც ცოდნას და სხვა “ნარკოტიკებს” ვეძალები) სუფთა სტუდენტური ქალაქია დაახლოებით 40 ათასი სტუდენტით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა შობის პერიოდისთვის ქალაქი თითქმის უკაცრიელდება. ინგლისელმა, ტაივანელმა, უნგრელმა, ირანელმა, ესპანელმა, პოლონელმა, ბერძენმა, სერბმა, სლოვენიელმა და ბელგიელმა მეზობელ-ჯგუფელებმაც  გუდა ნაბადი აიკრეს და სახლებში წავიდნენ.  ხუთ სართულიან სტუდენტურ სახლში თითქმის სრულიად მარტო დავრჩი….ძაღლიც კი არ მყავს. ხოლო მათ კი ვისაც მე არ ვიცნობ უნდა გამოვტყდე რომ ზომბებად ვთვლი. აბა ვინ არის ადამიანი რომელიც ღამის ორ საათზე ცარიელ ტრასაზე წითელზე გაჩერდება და ჯიუტად ელოდება მწვანეს ?….ხოდა ერთ დღეს როდესაც უსაქმურობა ყელში ამომივიდა, დავძლიე ჩემი სიზარმაცე და გავედი ქალაქში სასეირნოდ. რა ვნახე ? წითელზე გაჩერებული მორიგი პატიოსანი, ღვედ-წარბშეკრული მძღოლის მანქანა…. და ტალახიან ყინულში გაჩხერილი მეორე მანქანა. არაფერი უცნაური არ იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი. მანქანას საწყალი პატარა სიმპათიური გოგონა აწვებოდა ბელგიელი ოყლაყი კი საჭესთან იჯდა და გაზის პედალს ისეთი შეწუხებული სახით აწვებოდა თითქოს მაგაზე საზიზღარი და საშინელი საქმე დედამიწის ზურგზე არ არსებობს.  ნუ 24 დეკემბრის ღამეა შობაა ბოლოს და ბოლოს…. გადავწყვიტე დავეხმარო. ვიფიქრე ალბათ მძღოლი მე რომ დამინახავს ინამუსებს და გადმოვა მეთქი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვაწვებით მე და ეს გოგო მანქანას. თან შეთვალიერებაც მოვასწარი და გულწრფელად, მთელი არსებით, ძალიან, ძალიან, ძალიან დამენანა ეს ქერა ანგელოზი იმ კრეტინისთვის, რომელიც საჭესთან ხმის ამოუღებლად იჯდა. ცოტა ხანში ჩემში ქართველმა ჯიგიტმა გაიღვიძა და ამ გოგოზე შთაბეჭდილების მოხდენა გადავწყვიტე. გაიწიე მეთქი ვანიშნე და მარტო დავუწყე ჯაჯგური არც თუ ისე მსუბუქ, მსუბუქ ავტომობილს. მოკლედ როგორც იქნა სადღაც ათ წუთიანი ჯახირის შემდეგ მანქანა დაიძრა, მეც ამოვისუნთქე. დაღლილი, გასავათებული, ღამით, თოვლში, -7 გრადუსიან ყინვაში ვდგავარ და ისე მცხელა გეგონება გაგანია თბილისური ზაფხულია…. ბიჭმა იკადრა გადმოსვლა მოღუშულმა მადლობა გადამიხადა და ისევ დაუბრუნდა მძღოლის ადგილს აქაოდა არ შემცივდესო. აქ კი მოხდა ის რაც ალბათ არა მხოლოდ ფეხბურთში, (მარტო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ან ინტერის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება რად ღირს) არამედ ცხოვრებაშიც ხშირად ხდება. მთავარი პრიზი ერგო მას ვინც ამას არაფრის დიდებით არ იმსახურებდა. გოგონამ მადლობა ჰოლანდიურად გადამიხადა, იმ იდიოტს გვერდით მიუჯდა და წავიდა….. რას იზამ ესეთია ნამდვილი ქართველი ჯენტლმენის ბედი. ქერა ანგელოზები მაინც ყოველთვის იდიოტების გვედრით სხდებიან და მიდიან…..სად მიდიან ? აბა მე რა ვიცი. მე ხომ ჯენტლმენი ვარ და არა ორმეტრიანი ხეპრე.