Archive for აგვისტო 9, 2011


‘ვაიმე გიჟები ბლიად, ფსიქიატრიულიდან გაქცეული გიჟები მჭამენ, ღმერთო შენ მიშველე, ღმერთო შენ მიშველე!’- გაიფიქრა ჩვენმა გმირმა.
„ხო, ხო, ხო მესმის. ეხლა ალბათ ფიქრობ რომ გვაკლია და გიჟები ვართ. მეც ეგრე ვიფიქრებდი შენს ადგილას ამხანაგო. არ გადანაშუალებ….მაგრამ….შენა და მატრიცა ხომ გაქვს ნანახი?
„ეხლა არ მითხრა მორფეუსი ვარო….“
„არა ძმაო….აგენტი სმიტი ვარ !!!“
„ვაიმე…..“
„არა, ხო კაი გეკაიფები რა გჭირს მერე რა რომ ერთ საათში შეგჭამთ იუმორის გრძნობა არ უნდა დაკარგო მაინც….ხო სად ვიყავი. ესეიგი მატრიცა ხო გაქვს ნანახი? ხოდა ძმაო ეგ ფილმი არის ნაღდი რა. გეუბნები მე შენ. ჩვენი შეფების დაკვეთით გადაიღეს. ოღონდ პირდაპირ ხომ არ იტყოდნენ არა ყველაფერს, ხოდა ცოტა სიმბოლიზმი, ცოტა ჰოლივუდი, კიანუ რივზი სექსები რამე მონიკა ბელუჩი….მოკლედ რამანწიკა რაა….“
„მატრიცა ქართველი კაპიტალისტების დაკვეთით გადაიღეს??!!“
„მაცადე მეთქი ! ისე შენ რა შოვინისტი ხარ ტოოო. კაპიტალისტებს ეროვნება აქ გვაქვს ძმაო. ყველანი ერთნი ვართ რა. იდეური ძმობა გვაკავშირებს და არა სისხლისმეირი !!!! ხოდა, ბლიად „კაროჩე“ ძმაო თუ მაცლი მოგიყვები ყველაფერს და თუ არა დაგკლავთ, აგერ მოკვდა კაცი მშიერი…“
„ჩუმად ვარ….არ იჩქარო, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.“
„ხოდა რას ვამბობდი. იალტის კონფერენცია ხო გაგიგია?“
„რა შუაშია მატრიცასთან იალტის კონფერენცია და სტალინი ?!?!?!“
„ იცოდე ბოლოჯერ გაფრთხილებ ხმას ამოიღებ და ეგერვე გაგფატრავთ…“
„არაააააააა, აარა ხო მორჩა ჩუმად ვარ, ჩუმად ვარ, ჩუმად, გთხოვთ მოვკეტე….“
„ხოდა ესეიგი იალტის კონფერენციაზე ძმაო რაც კი რამე წაგიკითხავს არის ტყუილი ბრატ. ხო გგონია რომ მანდ რამე პოლიტიკური თამაშები და რამე. ბერია აგენტები და რამე ხო გგონია ეგრე ?!? არაა ეგრე ! ესეიგი იმ სამმა ჩუვაკმა რომ ნახა ჯერ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო ამდენი ხალხი გაწყდა, მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო კიდევ ამდენი ხალხი გაწყდა… ხოდა იფიქრეს რატო ტოო??? აი იმ ინგლისელმა სიგარიანმა ჩუვაკმა თქვა რა: აი რატოოო ტოოო??? რისთვის ვხოცავთ ხალხსოოო რაა. არ შეიძლება ასე ნესპრავედლივი რასკლადიაო რა. თან ეხლა ატომური ბომბი გამოიგონესო რა და ომი თუ დაიწყება ყველას დაგვენძრევაო რა და ამიტომ რამე უნდა ვიღონოთო რომ ეს აღარ განმეორდეს არასდროსო რაა. ამდენი სიკვდილი ცუდი პონტიაო. ხოდა ფიქრობდნენ მთელი დღეები ბჭობდნენ ტიპები რა ექნათ რომ ომი აღარ ყოფილიყო. ძააან ცხარედ კამათობდნენ დაჟე ამბობენ რუზველტი ეტლიდან ადგაო რო ჩერჩილისთვის პანღური ამეორტყაო. ხო აზრზე ხარ რა ნუ რა ამბები იყო. ხოდა ერთხელაც რუზველტს დააგვიანდა რა თათბირზე მიგორდა რა კარებთან და დაცვას ეკითხება ჰა რა ხდება როგორ მიდის საქმეებიო რააა, ხოდა დაცვა სომეხი იყო რა გატლეკილი ენის პატრონი ერთი რუბიკა რა ვაბშე როგორ მოხვდა ეგეთ ადგილას ხუი ივო ზნაეტ….ხოდა ტიპმა სტალინმა და ჩერჩილმა დაჭამეს ერთმანეთიო რაა….. ხოდა ფრანკლინსაც აქ დაააარტყაააააა, გაუნათდა გონება. შესრიალდა რამე რუმე აქეთური იქეთური,მოიკითხა სტალინი, ევასებოდა მაგრად რა, რამე ოჯახი როგორაა, ბერია რას შვრება კიდე მაიმუნობს? ბუხარინი მომიკითხე, ხრუშჩოვი ჩამიკოცნე ხოდა მერე ეგრევე ეუბნება ვიცი მე რაც უნდა ვქნათო. ვა აბა რაო ფრანკლინო? რაო და ძმაო თქვენ ეხლა ადექითო და ხუთ ხუთი ყველაზე სანდო „მუჟიკები“ მოიყვანეთ თქვენ თქვენი ბანაკებიდანო და დანარჩენი მე ვიცი მოვაყომარებ ყველაფერსო. ხოდა კაი ბაზარი არააო. შეიკრიბა სხადნიაკი. რუზველტმაც არც აცია არც აცხელა და კაროჩე ამდენს რომ ვხოცავთ ამ უდანაშაულო ხალხს ეგრე არ შეიძლებაო. ამიტომო დღეიდანო მე გთავაზობთ ახალ გზასო რა, რომლის ფარგლებსაც არ გავცდებითო, დღეიდანო იმის მაგივრად რომ ვიომოთო ერთმანეთის ჭამა უნდა დავიწყოთო რა, ოღონდ ეს არავინ არ უნდა იცოდესო! აი ეგრეო რა. ვჭამოთ ერთმანეთიო და ბოლოს ვინც გადარჩება იმისი იქნება მსოფლიოო რაა და ამ გენიალურ იდეას დათანხმდა ყველა ! ხოდა შეიქმნა სპეციალური ჯგუფები ოჯახური საქმიანობასავით გახდა რა, მამიდან შვილზე გადადის ეს საქმიანობა აი მაგალითად შოთა, – ტაფასთან მდგომ მუტრუკზე მიუთითა – მესამე თაობის სოციალისტების მჭამელია, ჯერ ახალგაზრდაა სულ სადღაც ასე თხუთმეტამდე ყავს დაგემოვნებული, მე და გასტონი კი უფრო ბებრები ვართ….ასიანთა ჯგუფში შევდივართ დღეს ! გიხაროდეს შენ იქნები მეასე ! რამე ფასდაკლების ბარათებს მოგცემდით ან კინოს ბილეთებსაც გაჩუქებდით მარა რა ჩემ ფეხებად გინდა რო?!?! ჰაჰაჰა. ხოდა ძმაო ეგრეა იმის მერე კაპიტალისტები და სოციალისტები ვართ ფარულ ბრძოლაში ჩაბმულები, მაგან გადაგვარჩინა რომ იცოდე თორე აქამდე ატომური ომი დაიწყებოდა. ხან ჩვენ ვიგებდით ხან თქვენ იგებდით. ხოდა ეხლა დასასრულისკენ მიდის რა ეს ყველაფერი.ეგაა და ეგ.“
ცოტა ხნის განმავლობაში ჩვენი გმირი ამ მართლაც რომ არაორდინალური ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა. ბევრი ალოგიკური რაღაც შენიშნა ნაამბობში და თქმასაც აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა ვაითუ ეს გიჟები უარესად გავაბრაზოო ამიტომ უბრალოდ ყვირილი დაიწყო:
„არ ვარ მე სოციალისტი ! გეფიცებით არ ვარ ! საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა ! აპოლიტიკური ვარ მე ! აპოლიტიკური ! არ შემჭამოთ რა გეხვეწებით არ გინდათ ძალიან გთხოვთ…“
„ვა მართლა ?“
„კი,კი,კი,კი,კი მართლა გეფიცებით არ ვარ მე სოციალისტი არა !“
„იცი როგორ შეიძლება ნამდვილი სოციალისტის ამოცნობა?“
„არრრ…..არ ვიცი ალბათ უნდა გაესაუბროთ და აზრს დაეკითხოთ სოციალურ პოლიტიკაზე? “
„არა ეგრე არ გამოვა რა გარანტია მაქვს რომ არ მომატყუებ? ჩვენ ამოცნობის ჩვენი საკუთარი მეთოდები გვაქვს“
„როგორი ???“ – იმედი მიეცა ჩვენს გმირს
„თუ ხორცს ოდნავ ქათმის გემო დაჰკრავს ზნაჩიტ სოციალისტი გვიჭამია და ეგაა რა…“
„……………………………….მოიცა ეგ როგორი მეთოდია? ვთქვათ და შეცდით მერე ? მერე რას იზამთ??? ეგ როგორ შეიძლება?! ეგ როგორ შეიძლება თქვე მართლა ნაბიჭვარო ღორებო…“
„შეიძლება რატომაც არა ჩვენ სოციალისტებისგან განსხვავებით ვაღიარებთ ჩვენს შეცდომებს….და როგორც ქრისტიანებს შეგვეფერება გულწრფელად ვინანიებთ ცოდვებს“
„მერე მე რა ჩემს სირად მინდა შეცდომის აღიარება და თქვენი ცოდვების მონანიება თუ შემჭამე და მერე მიხვდი რომ შეცდი?!?!“
„ხო რაში გენდომება. დამპალი ათეისტი სოციალისტი ხარ და. მოყვასი არ გიყვარს ბიჭო??? მის სულზე არ უნდა იფიქრო მარტო საკუთარ ტყავზე რომ ფიქრობ…“„არ ვარ სოციალისტი ! არაააააა ! არც ათეისტი !“
„ღმერთის გწამს ანუ?“ – გაკვირვებული მუტრუკი სკამიდან წამოხტა
„დიახ მწამს !“
„ჩამოხსენი!“- უბრძანა ნაჯახიან მუტრუკს ანუ იგივე გასტონს.
„ზახარიჩ…მშია რა“ – საწყალი თვალებით შეხედა გასტონმა.
„ჩამოხსენი მეთქი !!!“ – არ ცხრებოდა ზახარიჩი.
გახარებული სისტემასთან მებრძოლი თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და თავისუფლებას ზეიმობდა.
„ჩამაბარა.“ – უთხრა ზახარიჩმა და მის წინ სკამზე მოკალათდა
„რა ჩაგაბარა?“ – დაიბნა მებრძოლი.
„რა და თავანი ბლიად! რა, რა, აღსარება ! პირუტყვი ხომ არა ვარ მორწმუნე კაცი საიქიოში აღსარება ჩაუბარებელი გავუშვა !“
ძლივს განთავისუფლებულმა ბიჭმა აღშფოთება ვეღარ დამალა მოვლენათა ასეთი შემოტრიალების გამო და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად ადამიანისთვის სიმართლის თქმა დააპირა, უარესი რაღა უნდა მოხდესო. ბოლო ძალები მოიკრიბა, თვალი თვალში გაუყარა მელომან მუტრუკს და აკანკალებული ხმით ამოღერღა:
„არ ვარ მეთქი სოციალისტი !“
„აბა ვინ ხარ?“
ხელი საწოლთან მდგარ ტუმბოსკენ გაიშვირა და მშვიდი ხმით უთხრა:
„აი იქ ჩემი დღიურებია თითქმის ყველაფერს ვიწერ რასაც ვფიქრობ ან ვაკეთებ, შეგიძლიათ გადახედოთ აქამდე არავის წაუკითხავს და მანდ ტყუილის დაწერას არც ქონდა ჩემთვის დიდი აზრი მაინც მხოლოდ ჩემთვის იყო. შეგიძლიათ ნახოთ და მიხვდებით ვინ ვარ“
მელომანი მუტრუკი ანუ იგივე ზახარიჩი ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ წამოდგა და დღიურის თვალიერებას მიჰყო ხელი კითხულობდა, წყნარად მშვიდად. სახლში მარტო ტაფის შიშხინის ხმა გამეფებულიყო და ისევ მოხრაკული ხახვის სუნი იდგა.
„აუ ბლიად რამდენ ხახვს ხრაკავ შე ავადმყოფო ვერ ხარ ცოტა?“ – შიმშილისგან წყობილებიდან გამოსული გასტონი ამჯერად ახალგაზრდა მუტრუკ შოთას მისდგა.
„ეეე ძმაო აბა ეხლა მაგას შეხედე რამხელაა“ – შოთამ ბიჭზე მიუთითა, გასტონმა კი სუფთა გასტრონომიული კრიტერიუმების მიხედვით საკმაოდ მადისაღმძვრელ სისტემასთან მებრძოლს იმდენს ხანს უყურა სანამ კუჭის ხრიალმა არ გაახსენა რომ ისევ მშიერი იყო.
„აიიიიიიიიიი სად დაგვერხა……“ – წამოიძახა ზახარიჩმა.
„რაო ? რა ხდებაო?“ – ვეღარ ითმენდა გასტონი.
„რა ხდება და ვაჟას ჩემი ხელით ამოვთხრი თვალებს. ეს რა ნავოდკა მოგვცა კაცო კინაღამ მძ…..ვაიმე რას გადავრჩით ბიჭებო. რას გადავრჩით. არადა კინაღამ შევჭამეთ, კაცო კინაღამ შევჭამეეეეთ….“
„ჰა რა ხდება ზახარიჩ ნუ მაწვალებ გეხვეწები რა მოვკვდი მშიერი მონარქისტსაც კი შევჭამ…. ჯანდაბას ანარქისტზეც თანახმა ვარ, გეხვეწები რა…“
„არა გასტონ ამას ჩვენ პირს ვერ დავაკარებთ…“
„კი მარა ვინააა ამისთანა?“ – შოთასაც სძლია ცნობისმოყვარეობამ და მოხრაკული ხახვიც კი მიატოვა.
„ფემნისიტია….“ – ღრმად ამოიოხრა ზახარიჩმა. მის ქცევებში იმედგაცრუებაც კი არ იგრძნობოდა. მხოლოდ თანაგრძნობა. თანაგრძნობა ამ ახალგაზრდა ბიჭის მიმართ, რომელსაც დარცხვენილს თავი დაეხარა სახე გასწითლებოდა. გაკვირვებისგან ყბა ჩამოვარდნილმა გასტონმა თვალები დააჭყიტა და ახალგაზრდა ფემინისტს უაზრო მზერა მიაპყრო
„ფემინისტი…ფემინისტიო….რა ფემინისტი….ვინაააა ფემინისტი?!?! ესააა ფემინისტი?!?!“ – იმედგაცრუებული ღრიალებდა ბოლო ხმაზე.
„შენა შვილო ცოტა ხომ არ გაჟუილებს? ახალგაზრდა ბიჭი ხარ…რა ფემინიზმი ტო…არ მესმის რა. მომკალით და არ მესმის რა. ან მწვანეთა პარტიაში შედი, ან ცხოველთა უფლებები დაიცავი. ბოლო ბოლო ფულს მაინც მოგცემს ვინმე. რა მუღამი აქვს კაცისთვის ფემინისტობას???“ – აღშფოთდა შოთაც.
„მკიდია !!! არ მიჭამია ფემინისტები ხოდა ეს პირველი იქნება, მერე რა რო სოციალისტი არაა ზატო ხო ადამიანია, ხო ხორცია არაა!…“ – აღმოხდა გასტონს რომელსაც შიმშლმა სულ დარია ხელი და ჭკუიდან ოდნავ გადაიყვანა. ისე კი არ იყო ცუდი კაცი. კაპიტალისტი კანიბალის კვალობაზე საკმაოდ კეთილშობილი პიროვნების შთაბეჭდილებასაც კი ტოვებდა, უბრალოდ სოციალისტებზე იყო შემჯდარი რა როგორც იტყვიან. ლომკა ქონდა. სისრულეშიც მოიყვანდა ალბათ ჩანაფიქრს ზახარიჩს სევდიანი ხმით რომ არ შეეჩერებინა.
„მე მიჭამია ფემინისტი…..მისია გვქონდა……ოთხნი ვიყავით. ჯან-ღონით სავსე ბიჭები. ორი ფემინისტი დავიჭირეთ დაღესტანის მთებში….“ – დანანებით წარმოსთქვა ზახარიჩმა.
„ძმობას გაფიცებ, დაღესტანის მთებში ფემინისტები სად იპოვეთ???“ – გულწრფელად გაიკვირვა შოთამ.
„ეჰ შენ, რომ დაღესტანის ფემინისტურ მოძღვრებას არ იცნობ ჩვენი დამსახურებაა სწორედ… ჩემი და იმ სამი ბიჭის. მაგ მისიის შემდეგ ორი თვის განმავლობაში სამივე ჭკუიდან გადავიდა. მე გადავლახე მხოლოდ ის მისია….“
„არ მაინტერესებს !!!!! მკიდია სულ რომ მოწამლული ხორცი ქონდეს მირჩევნია მოვიწამლო და ისე მოვკვდე ვიდრე შიმშილისგან ჭკუიდან გადავიდე“ – თავისას არ იშლიდა გასტონი.
„მოწამლული არაა ხორცი…. უბრალოდ…..“
„რა უბრალოდ?!“
„ძალიან ცუდი გემო აქვს…..“
„ადამიანო ბაყაყის ხორცს ჭამს ხალხი და კალიებს, ფემინისტის ხორცი რა გახდა ?!?!“
აქ უკვე ზახარიჩსაც უმტყუნა ნერვებმა და ელვის სისწრაფით მივარდა გასტონს. მუდამ ცივსისხლიანი ცინიკოსი ზახარიჩი ასეთი შეძრული არავის ენახა…ალბათ მხოლოდ იქ დაღესტნის მთებში იყო ასეთი. ოდესღაც ახალგაზრდობაში….ახლა კი წარსულის გახსენებამ სული აუფორიაქა გამობრძმედილ კაპიტალისტს, რომელიც ორივე ხელით ჩაფრენოდა მოძმეს და სასოწარკვეთილი, მუდარის ხმით ეკითხებოდა:
„ჩემი გჯერა?!?! გასტონ ჩემი გჯერა მეთქი ?!“
„რაზეა ბაზარი ზახარიჩ….მჯერა როგორ არ მჯერა. მჯერა !“ – უფროსის თვალებში ჩამდგარმა შიშმა და სირცხვილის გრძნობით გაჯერებულმა მთრთოლვარე ხმამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მშიერ გასტონზე, რომელიც უმალ დამშვიდდა და შიმშილის გრძნობაც დაავიწყდა.
„ხოდა გეუბნები…მე ვჭამე…ჩვენ ვჭამეთ….თითო თითო ლუკმა გვეყო ყველას რომ მივმხვდარიყავით რასთან გვქონდა საქმე…. ძლივს გადავრჩი. ასე რომ წავედით შევეშვით. დამიჯერე. უჩვენოდაც ცოდოა.“
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ, შოთამ გაზქურა გამორთო და იმედგაცრუებული მუტრუკები ნელ ნელა ააბარგებას შეუდგნენ….შოთას ყველაზე მეტად გული მოხრაკულ ხახვზე დასწყდა. გასტონს ფემინისტის ხორცის გაუსინჯავობაზე, მხოლოდ ზახარიჩი მოეცვა გაორებულ გრძნობას. თან უხაროდა რომ გადარჩნენ თან გულდაწყვეტილი იყო რომ მისია ვერ შეასრულეს და დრო რომელიც რომელიმე სოციალისტის ჭამაში შეეძლოთ გაეტარებინათ ფემინისტთან კატა თაგვობანას თამაშში დახარჯეს. გულში „ნავოდკების“ ანუ „ნაკოლების“ მიმცემ ვაჟას დედას აგინებდა და ერთი სული ქონდა როდის მიაგნებდა მას რომ ცხვირ პირი გაეერთიანებინა. სად გაგონილა ფემინისტი და სოციალისტი კაცს ერთმანეთში არეოდეს?!?!
ის ის იყო ზახარიჩი სახლიდან გასულ თანამოძმეებს უნდა გაჰყოლოდა რომ გაოგნებულმა, შოკირებულმა და ღამით განვითარებული მოვლენების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა, ისედაც ნერვიულმა სისტემასთან მებრძოლმა შემომტვრეული კარების ჩარჩოში გააჩერა და დარცხვენილად ჰკითხა:
„და მაინც რისი გემოს აქვს ფემინისტს?..“
„ჯობია არ იცოდე რა მ…..ჯობია არ იცოდე შვილო, ჯობია არ იცოდე…შენს შემთხვევაში Ignorance is bliss” – ბოლო სიტყვები ზახარიჩმა ცოდნისგან ტკივილ გადატანილი კაცის ხმით წარმოსთქვა….აი ისეთი ხმით ამერიკული ბლოკბასტერების
„ტრეილერებს“ რომ ახმოვანებენ ხოლმე. ეს არ იყო მარკეტინგული სვლა…მას უბრალოდ უნდოდა დამაჯერებლობა შეემატებინა სიტყვებისთვის რადგან გრძნობდა, ამ ბიჭის ცხოვრება იმ ღამეს სამუდამოდ შეიცვალა. სისტემასთან მებრძოლს სიკვდილამდე აღარ მოასვენებს ეს მტანჯველი კითხვა, მისი ტვინი ყველანაირ გზას მოსინჯავს რათა რამენაირად გაიგოს….მართლაც და ნეტავ რისი გემოს აქვს ფემინისტის ხორცს ?….

……როგორია რეალური საქართველო? კარგი თუ ცუდი? ლამაზი თუ მახინჯი? როგორები ვართ ქართველები? მამაცები თუ მხდალები? ტოლერანტი შემწყნარებლები თუ შოვინისტი აგრესორები? რა არის საქართველო? ქრისტიანული სიყვარულის აკვანი თუ ფარისეველი ფუნდამენტალისტი ბარბაროსების სავანე?.. ვინმე ჭკვიანი გამოხტება და მეტყვის რომ არც ერთი და არც მეორე. რომ სადღაც შუაში ვართ გაჩხერილები როგორც ყველა, რომ არც ძალიან ცუდები ვართ არც ძალიან კარგები და რომ ზოგადად ერების ავკარგიანობაზე საუბარი სისულელეა რადგან არ არსებობენ ცუდი და კარგი ერები არამედ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. გამოხტება და ალბათ მართალიც იქნება მაგრამ…. არც მთლად მასეა საქმე.

დღესდღეობით ხშირად მესმის ხელისუფლების კრიტიკა. ზოგჯერ სამართლიანი ზოგჯერაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და უსამართლო. თუმცა ეს არაა ის რაც მაწუხებს. ამ ბოლო დროს მარტივი დასკვნა გამოვიტანე. ქართველ ხალხს აქვს თანდაყოლილი შეგრძნება იმისა რომ ის საკუთარ ხელისუფლებაზე უკეთესია და უფრო მეტს იმსახურებს. იყო პერიოდი როდესაც მეც ასე ვფიქრობდი. ხო მახსოვს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები იმის შესახებ რომ არც ერთი ერი არაა იმ ხელისუფლებაზე უკეთესის ღირსი ვიდრე თავად დაუმკვიდრებია. მაშინ რატომ ჰგონია ქართველ ერს რომ ის სააკაშვილის მთავრობაზე უკეთესის ღირსია? ვითომ იმიტომ რომ თითქოს გრძნობს ეს მთავრობა მისი დამკვიდრებული არაა??? აბსოლუტური აბსურდია ის ორღობული ინსინუაციები რომ ამერიკელებმა დაგვისვეს მიშა და ასე შემდეგ. ჯერ არსად არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე რომ ხელისუფლებაში მოსულიყოს მთავრობა რომელსაც საზოგადოების რაღაც ნაწილის მხარდაჭერა მაინც არ ჰქონოდა. აიღეთ თუნდაც უკრაინა, სადაც იუშენკო იგივენაირი რევოლუციით მოვიდა მაგრამ ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება, აიღეთ ყირგიზეთი სადაც იგივე განმეორდა, აიღეთ ბელორუსია სადაც რევოლუციამდეც კი არ მისულა საქმე. აიღეთ თუნდაც საქართველო. შევარდნაძესაც ჰქონდა მხარდაჭერა მანამ სანამ ის გადააყენეს. მხოლოდ ამ გადაყენების მომენტში გამოჩნდა ის რომ ქართული საზოგადოება უფრო მეტს იმსახურებდა ვიდრე KGB-ს აგენტებით გაჯერებული მინისტრთა კაბინეტი და კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის ქვეშ მოქცეული პარლამენტი და ცუციკი პოლიცია იყო. ყველა ეს მაგალითი გვიჩვენებს რომ რევოლუციით მოსული ძალა თუ მას სათანადო ზურგი და მხარდაჭერა არ აქვს დიდ ხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. ზოგჯერ ეს მხარდაჭერა გამოწვეულია წინა მთავრობის დაბალი პოპულარობით, ზოგჯერ კი თავად ახალი პოლიტიკური ძალის კარგი იმიჯით. ნაციონალების შემთხვევაში ეს ორი ფაქტორი ერთმანეთს იდეალურად შეერწყა, წინა მთავრობა სრულიად დისკრედიტირებული იყო ახალი პოლიტიკური ძალა კი მის ფონზე ენერგიულ და იდეალურ ალტერნატივად მოსჩანდა. და ეს მართლაც ასე იყო. 90 იანებში შევარდნაძის მთავრობა იყო ერის სახე. იმ ერის სახე რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საკუთარი ქვეყანა გაძარცვა, ჯართად გაიტანა და დაახურდავა, დემოკრატიული ფასეულობების მაგივრად კი კვაზი პოსტ კომუნისტური კორუფციული ურთიერთობები აქცია სახელმწიფოს საფუძვლად. გამოხტება კიდევ ვინმე და იტყვის ხალხმა კი არა ხელისუფლებამ, ნომეკლატურამ და ისევ ყოფილმა კომუნისტებმა დააქციეს ქვეყანაო იტყვის. კი ბატონო ვთქვათ და ასე იყო მაგრამ რატომ მოხდა ეს ჩვენთან და არ მოხდა ბალტიისპირეთის ანაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებში? რომლებიც რაღაც პერიოდი დემოკრატიულად არჩეული კომუნისტური მთავრობის პირობებში სწრაფად ახორციელებდნენ რეფორმებს და ზუსტად 13 წელიწადში ნატოსა და ევროკავშირში შეჯლიგინდნენ. რატომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენი ნაძირალა კომუნისტებიც კი ლატვიელ, ესტონელ და ლიტველ კომუნისტებზე უფრო საზიზღრები აღმოჩნდენ?….თუ გვგონია რომ ქართველი კომუნისტები ერის ნაწილი არ იყვნენ ????…. KGB მუშაობდაო ვიღაც იტყვის. კი მაგრამ ვისი ხელით მუშაობდა? ისევ ქართველების….რაც კი ბოლო 20 წლის განმავლობაში მომხდარა საქართველოში ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი იყო კანონზომიერი. ყველაფერი რაც მომხდარა იყო ჩვენი მამების, ბაბუების, ძმების, ბიძების, მეგობრებისა და მეზობლების აქტიური თუ პასიური მოქმედებებით გამოწვეული და განპირობებული. სამწუხაროა მაგრამ საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ქვეყანა საშინელ დღეში ჩავარდეს ჭკვიანთა ნერვების მომშლელი პასიურობისა და სულელების ასევე ჭკუიდან გადამყვანი ჰიპერაქტიურობის გამო. საქართველო არის ქვეყანა სადაც ცბიერმა აქტირუმა ჯაყოებმა ისარგებლეს განათლებული „ინტელექტუალების“ პასიურობით ან ამორალურობით და მოსახლეობის უმწეო გაუნათლებელ ნაწილს ნამუსი ახადეს. და ტრაგედია ისაა რომ ეს სამივე ‘კლასი’ ქართველმა ერმა შობა.

მაგრამ ვინ იცის იქნებ ვაჭარბებ კიდეც. დღეს საბედნიეროდ სიტუაცია შეცვლილია. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულება მაქვს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი. ცუდსაც ვხედავ და კარგსაც, ავად თუ კარგად მესმის რა ხდება ქვეყანაში, იმასაც ვხვდები რომ საქმე იდეალურისგან შორსაა, მაგრამ თუკი ვინმე „მიშა წადის !“ ყვირილს დაიწყებს და სათავეში სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლას მოითხოვს მას მხოლოდ ერთ მოთხოვნას წავუყენებ: დამიმტკიცოს რომ საქართველოს მოსახლეობა იმაზე უკეთესს მთავრობას, პარლამენტს, პოლიციასა და ჯარს იმსახურებს ვიდრე დღეს ჰყავს. ძალიან მინდა მოვისმინო ერთი თუნდაც დილეტანტურ დონეზე არგუმენტირებული პასუხი…..და ასეთის მოსმენის შემთხვევაში გავჩუმდები. გამიხარდება კიდეც რომ თურმე მე ვცდებოდი. და დავუბრუნდები იმ ნეტარ აზრს რომ ჩვენ მართლაც ანგელოზი ერი ვართ რომლის უბედურებებიც მისი გაუნათლებლობისა და გულგრილობის კი არა ფატალური უიღბლობის ბრალია.