“არ გინდა…“ – გააჩერა მესამემ – „მე თვითონ…“- ველური ყიჟინა დასცა და მაგიდაზე ახტა. ამ დროს მეორე მუტრუკმა ჩაახველა, განზე გადგა ხელები გაიშვირა მაგიდაზე მდგომისკენ და მონოტონური ხმით დაიწყო: „ქალბატონებო და ბატონებო…“

 

„ქალბატონები სადღა დაინახე შეჩემისა?“ – წამოიძახა ხანჯლიანმა

 

„ნუ მაწყვეტინებ !…სად ვიყავი? ხო…. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა დედამიწის ყველაზე საშიში მტაცებელი, ვარკეთილელი ‘ზახარიჩი’ !!! ოოო რამდენ უმწეო არსებას უცდია მისი ბინძურ ტორებისგან თავი დაეღწია მაგრამ ამაოდ….ოო რამდენისთვის ჩაურტყამს ზურგში თავისი ალესილი ხანჯალი, დახეთ დახეთ როგორ დაუკრეჭია კბილები !!! თვალებში შეხედეთ და დაიმახსოვრეთ ესაა ნამდვილი მამაკაცის გამოხედვა მანამ სანამ ის მსხვერპლს შეახრამუნებს !!! შეამჩნევდით ალბათ რა თეთრი კბილების პატრონია ჩვენი ზახარიჩი, როგორი ახოვანი, როგორი მიხვრა მოხვრა აქვს, როგორი სიჯიუტე იგრძნობა მის ყოველ მოძრაობაში….“ – მოკლედ ნომერმა ორმა მუტრუკმა ამ ფრიად მოულოდნელი და გარემოების შეუსაბამო მონოლოგის წამოწყებით ჩვენი ისედაც დაბნეულბისგან უმოქმედობაში ჩავარდნილი ძვირფასი გმირი, რომლის სახელსაც სხვათა შორის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ უფრო დააბნია, ვეღარც კი იაზრებდა რა ხდებოდა, ცდილობდა ყველაფერი რაიმე ლოგიკური მოვლენების ჯაჭვისთვის დაეკავშირებინა, რატომ? რისთვის? ვინ? მოკლედ ყველა ზოგადსაკაცობრიო ეგზისტენციალური კითხვების ამ კონკრეტული სიტუაციისადმი მისადაგებას ცდილობდა, მაგრამ პასუხები ისეთივე ბუნდოვანი იყო როგორც 19 საუკუნის ფილოსოფოსთა აზრები ზემონახსენებ მარადიულ კითხვებთან დაკავშირებით. გაოგნებული მიშტერებოდა დაუპატიჟებელ სტუმრებს რომლებიც თავს ისე გრძნობდნენ როგორც საკუთარ სახლში…ალბათ უფრო როგორც საკუთარ სამზარეულოში. მუტრუკი ნომერი ორი ქადაგად დავარდა რაც კი ოდესმე სამეცნიერო (ანუ ჭკვიანური რა) სიტყვა მოუსმენია ყველას ერთად ატრიალებდა ქართული გრამატიკისთვის ცნობილ 7 ვე ბრუნვაში, ზოგჯერ ფრიად ჩახლართულ წყობებში თვითონვე იკარგებოდა, რის თქმას აპირებდა აღარ ახსოვდა და უაზრო წინადადებების ქარიშხალისგან თავის დაღწევას მხოლოდ ქვაბიანი მუტრუკის დამცინავი რეპლიკების შემდეგღა ახერხებდა. როგორც იქნა ეს პერფორმანსიც დაასრულა და მესამე მუტრუკის ავ ზრახვებსაც მიეცათ გასაქანი. მაგიდიდან შესაშური მოხერხებულობით ისკუპა და ჩვენი საწყალი გმირი ნოკაუტში ჩააგდო. საკმაოდ საინტერესოა რომ უგონო მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში მან სიზმრის ნახვაც კი მოასწრო. ფრიად უცნაური სიზმარი კი იყო ღმერთმანი, ვერაფერს იტყვი. წვერ გაუპარსავ მძღოლს ვენესუელაში წაყვანას ეხვეწებოდა. მძღოლი კი, რომელიც საეჭვოდ წააგავდა ჰაქან შუქურს ოღრაშულ მზერას არ აშორებდა და ტუჩებს ილოკავდა. მოკლედ ნამდვილ მებაჟედ გრძნობდა თავს და გონზე მოსვლის პირველი ორი წამის განმავლობაში  გაუხარდა კიდეც რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და ჰაქანმა ზედმეტი ვერაფერი ჰკადრა. თუმცა როცა მოხრაკული ხახვის სუნი ცხვირში ეცა მიხვდა მალე ჰაქანი სანატრელი გაუხდებოდა. მუტრუკებს დრო მოეგოთ და გაბრუებული ამოყირავებულ მაგიდაზე ვერტიკალურად დაებათ თუმცა თვითონ არსად ჩანდნენ. დაახლოებით ოთხი წუთი სრულ გაურკვევლობაში იყო. მშვიდად უყურებდა როგორ ასდიოდა ბოლი ტაფას და ის იყო გაიფიქრა ალბათ ფული წაიღეს და წავიდნენო რომ ოთახში ერთი მუტრუკი სტვენა სტვენით შემოპირუეტდა და გაზქურასთან აფუსფუსდა. მალევე მეორე მუტრუკიც საიდანღაც გამოშპა დიდ სპორტულ „Adibas” – ის ჩანთას ხელი დაავლო, და ნივთების ამოლაგებას შეუდგა. მესამე მუტრუკიც ტუალეტიდან გამობაჯბაჯდა, წყნარად მშვიდად ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე მიუახლოვდა მუსიკალურ ცენტრს კომპაქტ დისკების კოლექციის თვალიერებას შეუდგა თავს ხან მოწონების ნიშნად გადააქნევდა ხოლმე ხან კი ზიზღის ნიშნად ისეთ სახეს დაკერავდა გეგონება ისევ უნიტაზზე იჯდა. ბოლოს ერთ ერთს ხელი დაავლო და სიჩუმეც დაარღვია: “Что за обед без музыки а товарищи?“ – აქაოდა სიჩუმე თანხმობის ნიშანიაო დისკი ცენრტში ჩადო, სკამზე დაბმულისკენ გამოიხედა და თვალი ჩაუკრა -„Hаслаждайся друг мои”

 

To be continued

Advertisements