თვალი ამეხილა…..დიახ მე მივხვდი თუ რაოდენ ვცდებოდი….. მაპატიეთ ბოდიშს გიხდით…..სომხებო მეზობლებო და მეგობრებო დავრწმუნდი რომ ყველაფერი რასაც თქვენ ამტკიცებთ სიმართლეა. უფრო მეტიც საკუთარი ზღვარსგადასული თავდმაბლობიდან გამომდინარე არ ამბობთ სრულ სიმართლეს და საკუთარ დამსახურებას ამცირებთ. თქვენ არაააამქვეყნიურ, უსასრულო პატივისცემას იმსახურებთ. დიახ, ვაღიარებთ (მე და საერთაშორისო საზოგადოება) რომ ოდესღაც, ერთხელ, ადრე ძალიან ადრე მაშინ როდესაც დროის გაგებაცა და შეგრძნებაც კი სხვანაირი იყო და ეგონათ რომ დედამიწა კუებზე, სპილოებზე, ღორებზე თუ ათასგვარ ანომალიურ რაღაცეებზე იდგა, მათაც შექმნეს დიდი სახელმწიფო (სხვათაშორის თუ არ ვცდები ჩვენი ოქროს ხანის სახელმწიფოზე დიდი). მე მივხვდი რომ, ამ პლანეტაზე ყველანი სომხები ვართ მხოლოდ ვიყოფით ორ ნაწილად ვინც ამას აცნობიერებს და ვინც ამის გასააზრებლად ჯერ სათანადოდ მომწიფებული არაა. ბევრი რამე გავიგეთ და ჩვენს სულში ამან ძირეული ცვლილებები გამოიწვია…..გავიგეთ რომ უინძორებიც სომხები არიან, ვიცით რომ ნოეს მტრედიც სომეხი იყო აღარ ვამბობ თავად ნოეს, კიდობანის მასალისა და მტრედის მიერ მოტანილი ტოტის სომხურ ფესვებზე. რა თქმა უნდა ისიც ვიცით სოდომის და გომორის არ განადგურების სანაცვლოდ ღმერთმა 10 უცოდველი ადამიანის პოვნა რომ მოსთხოვა აბრაამმა გაიფიქრა: „სად ვიპოვო ეხლა მე 10 სომეხი ამ დახრუკულ უდაბნოში ? ‘’ რაღა შორს მივიდვართ ადამიანი როგორც არსებაც ხომ სომეხია. ადამ-იანი. სვანებიც სომხები არიან ყველანი უკლებლივ !!! ლეონარდო და ვინჩიც რომ სომეხი იყო ეგეც ვიცით. პიზის კოშკიც რომ სომეხის აშენებულია ეგეც. საიდან ? აბა თქვენი აზრით საითაა გადახრილი პიზის კოშკი ?! აღმოსავლეთისკენ ! რაც აშკარად და უტყუარად მიუთითებს მის სომხურ წარმომავლობაზე. უი არაა ??? დასავლეთისკენაა გადახრილი ? მაინც სომხურია. რატომ ?? იმიტომ რომ დასავლეთით კალიფორნიაა, იქ კი სომხები არიან (იქვეა მექსიკა რომლის აცტეკებიც თავის დროზე სომხურ-ანდურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ). ჩრდილოეთისკენაა ? იქ ხომ სომეხი თეთრი დათვები არიან. სამხრეთით კი, სომეხ პინგვინთა ფედერაციაა. აჰააა საერთოდ არაა გადახრილი ? მაშ ზევით ზეცისკენ მიმართული და… დიახ სწორედ მიხვდით ისიც სომეხია. ატომური ბომბი რომ გამოსცადეს ხომ გახსოვთ რა უთხრა ოპენჰეიმერს გვერდით მდგომმა კენეტ ბეინბრიჯმა ? „ახლა ჩვენ ყველანი სომხები ვართ“. რა თქმა უნდა ტიტანიკის ჩამძირავი აისბერგიც სომხური იყო. სომეხ თეთრ დათვთა ასოციაციას მათი ტერიტორიული წყლების დარღვევის ფაქტი არ მოეწონა და ეს აისბერგი გაუშვა საზღვრის დამრღვევთა წინააღმდე. პირამიდებზე რომ ამბობენ უცხოპლანეტელბმა ააშენესო, სისულელეა ყველაფერი…. სომხებმა ეგვიპტური განყოფილების მეშვეობით ეს პროექტი სულ რაღაც ორ კვირაში განახორციელეს (ჩინეთში დიდი კედელის პროექტი ქონდათ დასამთავრებელი და ოკეანისგაღმა ფილიალი კი ჩიჩენ-იცას აშენებით იყო დაკავებული ასე რომ ორი კვირა გაგრძელდა სამუშაოები თორემ ერთშიც ჩაეტეოდნენ ! ) მავანი ინტრიგანი გამოხტება და იტყვის ესენი სხვადასხვა დროს აშენდაო მე მას მხოლოდ ერთ პასუხს გავცემ. სომეხთა წინაშე დროც კი უძლურია ამხანაგო ! თქვენი აზრით რომელია კიდევ ისეთი თავმდაბალი ერი რომელიც სხვას ამხელა საქმეებს გაუკეთებს და მხოლოდ ახლა, 2138972498713 მილიონიანი სოხმური ეთნოსის არსებობის მანძილზე პირველად, რბილად, ნაწყენი უსაყვედურებს ნაამაგართ ?!?!? მხოლოდ სომეხ ერს შეუძლია მოვიდეს უჩუმრად გაგიკეთოს საშვილიშვილო საქმე და წავიდეს ისე ჩუმად ფეხაკრეფით როგორც მოვიდა. მოვალეობა მოხდილი შეგრძნებით აღსავსე ! რატომ ? იმიტომ რომ ჩვენ ყველანი სომხები ვართ. დიახ ამას ჯერ ვერ ვიაზრებთ და ვეგუებით ( ამის გასაგებად საჭიროა ნამდვილი სომეხი იყო რაც თავის მხრივ ზემოთხსენებულ ქმედების აუცილებლობას გამორიცხავდა). ისინი მოდიან გვიწერენ ანბანებს, გვჩუქნიან სამეფო დინასტიებს, ეკლესიებს გვიშენებენ, ომში გვეხმარებიან და არასდროს,არასდროს, მაშინაც კი როცა დამარცხებისთვის ვართ განწირულები, არ გვღალატობენ….

მადლობა….დიახ, უღრმესი მადლობა რომ მაჩუქეთ ისეთი ლამაზი ენა როგორიც ქართულია (სომხურის დიალექტი) და მომეცით შესაძლებლობა, ზოგჯერ შეცდომით მაგრამ მაინც შეძლებისდაგვარად გადმოვცე ჩემი ნააზრევი. მადლობა რომ არსებობთ და ცხოვრებას გვილამაზებთ….გენაცვალეთ და გეხუტუნეთ წრფელი გულით ისეთივე წრფელი გულით როგორითაც თქვენ გვეხმარებით, გვეხმარებოდით და მომავალშიც დაგვეხმარებით…. ზუსტად ისეთივე წრფელი გულით !!! მე თქვენი ფანი ვარ !!!

Advertisements